რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ახალი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში გამგეობა უარს ამბობს მძიმე პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე, თუმცა უშენებს მცირე ზომის სახლს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ ზუგდიდში. ისინი დღეს დილიდან გაიფიცნენ, ნაწილმა კი შიმშილობა დაიწყო.
მძღოლების საპროტესტო აქციის ფონზე გაემგზავრა კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით. ტრანსპორტი, სადაც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, შეძახილებითა და სტვენით გააცილეს მძღოლებმა.
სახალხო დამცველის აპარატსა და რეგიონალურ ოფისებში განხორციელებული ცვლილებები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნეს ზუგდიდში. აქვე წარადგინეს რეგიონის ახალი სამმართველოს უფროსიც.
ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით შეუერთდნენ დევნილი ქალები ზუგდიდში. მათ სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარები ქალაქის არტგალერეაში გამოფინეს.
ქალთა საერთაშორისო დღის - 8 მარტის - აღნიშვნის კუთხით, ზუგდიდი, ალბათ, არაფრით გამოირჩევა დანარჩენი ქალაქებისგან. აქაც დილიდან მამაკაცები ქალებს ყვავილებს მიართმევენ.
ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ არსებული პრობლემების შესახებ ზუგდიდში დისკუსია მოეწყო. თემაზე სასაუბროდ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალები შეიკრიბნენ.
აპრილში ერთი წელი შესრულდება, რაც მთავრობამ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 320 ოჯახს ბინა ზუგდიდის ცენტრში ახლად აშენებულ კომპლექსში გადასცა.
ზუგდიდში დასაქმებული მეწარმეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უფრო აქტიურად უნდა იფიქრონ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებაზე.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იწყებს საქმის ძიებას ზუგდიდში ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებზე დასაქმებული მუშებისთვის სახელფასო დავალიანების საქმეზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის ცვლილების პროექტს უარყოფითად აფასებს და მის წინააღმდეგ გამოდის.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციით, ენგურის ხიდზე გადაადგილება საშვის გარეშე გახდა შესაძლებელი.
„დაიცავი დაუცველი ცხოველი“ - ამ შინაარსის მოწოდებით უკვე მეორედ შეიკრიბნენ მოქალაქეები აქციაზე, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მერიის წინ გაიმართა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა ხუთდღიანი გაფიცვა შეწყვიტეს, ისინი მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებენ.
იანვრის თვეში ზუგდიდში მოქმედი უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა უკმაყოფილება არასათანადო მომსახურების მიზეზით რამდენჯერმე გამოთქვეს.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებმა ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. საუბარია ბაზრის მიმდებარე მიწის იმ ნაკვეთზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მძღოლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ისინი აპროტესტებენ კონკურენტი სატრანსპორტო კომპანიის შემოსვლას, რომელმაც, მძღოლების წინააღმდეგობის მიუხედავად, უკვე შეასრულა პირველი რეისი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით.
ინტერნეტგამოცემა livepress.ge, რომელიც ხუთი წელია ზუგდიდში ფუნქციონირებს, საინფორმაციო მასალებს მომხმარებლებს ამიერიდან აფხაზურ ენაზეც შესთავაზებს. გამოცემას რუსული და აფხაზური ვერსია ახალი წლიდან დაემატა.
ზუგდიდში მოქმედი უფასო სასადილოს ბენეფიციარები ახალი კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილონი არიან. მათი მტკიცებით, მას შემდეგ, რაც სასადილოს ხელმძღვანელობა შეიცვალა, არ აქვთ საკმარისი საკვები.
ჩამოტვირთე მეტი