რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
სენაკში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. უხვი ნალექის გამო დატბორილი სახლებიდან მოქალაქეებს ამ დრომდე გამოაქვთ წყლის შეტანილი სილა და სხვადასხვა ნარჩენები.
„ხუთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე იქნება ანაკლიაში 2012 წლის ბოლოს. რა კარიბები, რა მექსიკა და რა ეგვიპტე...“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს, ანაკლიაში რიგით მესამე სასტუმროს გახსნისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის დაპირება, რომ ანაკლიაში 2012 წლის ბოლოს ხუთი სასტუმრო იქნებოდა, არ გამართლდა.
სოფელ შამგონაში მცხოვრები 50 წლის ბადრი ქირია ამ დრომდე ოკუპირებული გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
სამეგრელოში ერთკვირიანი ძლიერი წვიმების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოსახლეობა წალენჯიხასა და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ზუგდიდის საფეხბურთო გუნდმა „ზუგდიდმა“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი ვარჯიშები განაახლა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში მეორე დღეა ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმა“ ადგილობრივ თვითმმართველობას უმოქმედობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მძიმე ინფრასტრუქტურული პირობებია. მოშლილია სახურავი, დაზიანებულია კედლები, იატაკი, ჭერი, ფანჯრები და მოძველებულია ინვენტარი - ასეთ დასკვნამდე მივიდა საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრი“.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უახლოესი 4 წლის განვითარების სტრატეგიის პროექტზე მუშაობა დასრულდა და ახლა დოკუმენტი რეგიონალური განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს.
მოქალაქეები დილის შვიდი საათიდან იკრიბებიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი ნაწილი ველოსიპედით ან ქვეითად სეირნობს, ზოგი კი სირბილს ამჯობინებს.
რუსი სამხედროების მიერ 5 დღის წინ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ყურუა 30 ათასი რუსული რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
4 დღის წინ დაკავებული თენგიზ ყურუას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
უნიკალური ჯიშის მცენარეების ნაწილი განადგურებულია, დამშრალია ბაღის შუაგულში განთავსებული ტბა.
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა, წინა წლების მსგავსად, წელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ისეთ პროექტებზე ხარჯავს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში რიყე, რუხი, ტყაია, დარჩელი, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურში მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის გამგეობის შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 10 ოჯახი აცხადებს, რომ 2010 წელს დევნილთა საერთო ბაზიდან ისინი მათთვის გაურკვეველი მიზეზით ამოშალეს.
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრი ახორციელებს ზუგდიდში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას.
აფხაზეთიდან დევნილებმა ლტოლვილთა სამმართველოს ზუგდიდის ოფისის შესასვლელთან, სხვადასხვა მოთხოვნით, შიმშილობის აქცია დაიწყეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, მთავრობამ საბჭოთა ანაბრების თემაზე აქტიური მუშაობა დაიწყოო, კუთვნილი თანხის დაბრუნების იმედი მისცა ზუგდიდის მკვიდრს, შორენა ჩიქოვანს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის მარიამ საჯაიას ძმის კომპანიის „ზუგდიდის საგზაო სამმართველოს“ წინააღმდეგ შესაძლოა პროკურატურაში საქმე აღიძრას.
ჩამოტვირთე მეტი