რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
რას აპირებენ ყოფილი ნაციონალები, ხალხმრავალი 26 მაისი და კანონი, რომლის მიღებაც არასამთავრობო სექტორს არ უნდა და ამავე არასამთავრობო სექტორის კვლევა, რომელმაც „ქართული ოცნების“ ორწლიანი მოღვაწეობა შეაფასა.
ელექტროენერგიის სიძვირის გამო რეგიონებში მოსახლეობას დიდი სახლების გათბობის პრობლემა აქვს. რა საშუალებები არსებობს მაქსიმალური ენერგოეფექტიანობის მისაღწევად?
უკვე მესამე დღეა, გაფიცულია თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე 150 მუშა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ფასების მატების გამო მათი დღიური ანაზღაურება 21 ლარი (დაახლოებით 9 აშშ დოლარი) არაფერში ჰყოფნით.
18 მაისს თბილისში პროტესტის ნიშნად გაიფიცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ას ათი თანამშრომელი. გაფიცულები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოლაპარაკებას ითხოვენ ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში აქციები გამართეს.
11 მაისს თბილისში ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თავისი ლაბორატორიის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია გამართა. გამოიფინა ბოლო წლების განმავლობაში შესრულებული სამუშაოები.
6 მაისს სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა შედეგები შეაჯამეს სამწლიან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად.
ახლად დანიშნული მინისტრები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბნენ და პრემიერს შეხვდნენ. თინა ხიდაშელის თქმით, შეხვედრა აუცილებელი იყო, რადგან ბევრი საკითხია, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უნდა გადაწყვიტონ.
1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირების წარმომადგენლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასობრივი მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები საბოლოოდ პარლამენტთან შეიკრიბნენ და შრომის პირობების გაუმჯობესება, შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს.
28 აპრილს თბილისის საკრებულოს შენობის წინ აქცია გამართეს გარემოს დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი პროტესტი 27 აპრილს თბილისში ხეების მოჭრამ გამოიწვია.
100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში დახოცილი მილიონნახევრამდე სომეხი ეროვნების ადამიანის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში ასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები, სომხეთისა და საქართველოს დროშები.
წელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრს 5 წელი შეუსრულდა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსიტუტი კი შარშან 15 წლის გახდა.
თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში“.
საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღეს აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დედაენის უნიკალური გამოცემები და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები.
თბილისში 7 აპრილს, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ორგანიზებით, ჯანდაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიება ჩატარდა ბაშვებისთვის "მზიურის" ბაღში, სადაც ბავშვებსა და მათ მშობლებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებთ ძირითადი გზავნილები მიაწოდეს და ბოსტნეულითა და ტკბილეულითაც გაუმასპინძლდნენ.
თბილისის საკრებულო მუშაობს წესის პროექტზე ქუჩისა და შინაური ცხოველების შესახებ, რომლითაც ცხოველთა რაოდენობა და შენახვის პირობები უნდა გააკონტროლოს. ცხოველთა დამცველების ნაწილი კანონპროექტის პირველი ვარიანტით უკმაყოფილოა.
31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგა ყოველწლიური მოხსენებით, რომელშიც მიღწევები და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები ჩამოთვალა.
მეხუთე დღეა, თბილისის ცენტრში, უსახლკაროების რამდენიმე ოჯახი პირდაპირ ქუჩაში ცხოვრობს. 28 მარტს სოციალურად დაუცველებს იძულებით დაატოვებინეს კორპუსი (მელიქიშვილის N49), რომელშიც ისინი თვითნებურად იყვნენ შეჭრილი. მას შემდეგ გამოსახლებულთა ნაწილი ამავე კორპუსის წინ ცხოვრობს.
ოფიციალური მონაცემებით, ხანდაზმულების წილი ქვეყანაში 19 პროცენტია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის ახალი აღწერა უფრო დიდ ციფრს აჩვენებს. როგორი ხდება ცხოვრება საპენსიო ასაკის შემდეგ?
მადნის მომპოვებელ კომპანია RMG-ს ცენტრალურ ოფისთან, პროფესიულმა კავშირებმა და „მწვანე მუშტმა“ საპროტესტო აქცია გამართეს.
ჩამოტვირთე მეტი