რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
22 მაისს დილის გადაცემის სტუმარი იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გენერალური დირექტორი ეკა გიგაური. მან ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის5 ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის5 ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების შესახებ ისაუბრა.
ევროკავშირის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა ბოლოდროინდელი მოვლენები შეაჯამა და მათ შორის ყველაზე აქტუალურ საკითხად 17 მაისს განვითარებული პროცესები მიიჩნია.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
ანდრია კასაბიანს უკვე რამდენიმე თვეა ფეხის ოპერაცია სჭირდება. ოპერაციის თანხა 6500 ლარი მას არ გააჩნია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, სახლში არავინ მუშაობს, კასაბიანები სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებენ. მათ დახმარება მაღალი ქულების გამო შეუწყდათ და ხელმეორე შემოწმებაზე აქვთ განაცხადი შეტანილი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კასაბიანს ოპერაციაზე უარი უთხრა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თამარ ბოდოკია ამბობს, რომ სავარაოდოდ ამ ოპერაციის დაფინანსება 1 ივლისიდან, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
7 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნათია ფირაშვილი, სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლელობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულაციების რევიზიისა და ცვლილებების უზრუნველყოფის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. სტუმარმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორია კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა შესახებ და ხორციელდება თუ არა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები.
1 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი.
არსამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 27 აპრილის არჩევნებმა განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა.
სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ხშირად გვხვდება თხოვნა, დავეხმაროთ ამა თუ იმ პიროვნებას საზღვარგარეთ მკურნალობაში. დაავადებები, რომლებიც საქართველოში არ იკურნება, ძირითადად ონკოლოგიურია. მიუხედავად საქველმოქმედო აქციებისა, საკმარისი ოდენობის თანხის შეგროვება ყოველთვის ვერ ხერხდება, რასაც ბევრისთვის ფატალური შედეგი მოაქვს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ტფილისის ჰამქრის” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მან ილაპარაკა თბილისის კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის ხედვის აუცილებლობაზე და ცვლილებებზე, რომლების შეტანაც ამ მხრივაა საჭირო შესაბამის კანონმდებლობაში.
28 აპრილის ბზობის დღესასწაულისთვის ბზის ტოტების დამზადებას უკვე აქედანვე იწყებენ. ბზა „წითელ წიგნში“ შეტანილი მცენარეებიდან ერთ-ერთია. მიუხედავად ამისა, ყოველ დღესასწაულზე ეს მცენარე ათასობით იჩეხება. გარემოსდამცველები შიშობენ, რომ ბზა შესაძლოა მალე გადაშენდეს.
გამოქვეყნდა 2013 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგები.
5 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ელენე რუსეცკი, ”ქალთა საინფორმაციო ცენტრის” კოორდინატორი. მან ილაპარაკა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის ქალთა უფლებების ნაწილზე.
გამოქვეყნდა „გელაპის“ მორიგი გამოკვლევის შედეგები.
ყოფილი პატიმარი დავით გაიხარაშვილი სახელმწიფოსგან თავისი მკურნალობის ანაზღაურებას მოითხოვს. ოპერაცია, რომელიც მას სჭირდება, საზღვარგარეთ უნდა გაკეთდეს და 106 750 ევრო ჯდება. მკურნალობა გაიხარაშვილს 2006 წლის ციხის ბუნტის შემდეგ დასჭირდა.
2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო დარსაველიძე, საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ხელმძღვანელი.
საქართველოში დაახლოებით 200 000 ადამიანი არის C ჰეპატიტით ინფიცირებული.
15 მარტს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის წარმომადგენელი ვახტანგ კობალაძე. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მან ილაპარაკა საქართველოში ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე და კანონპროექტზე, რომლის მიზანიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაა.
14 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო რუსუდან მჭედლიშვილი, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი. მან ილაპარაკა ყოფილი პოლიტპატიმრების უფლებებზე.
თბილისში, სავაჭრო ცენტრ „საბაში“ კრიმინალისტები მუშაობენ. 26 თებერვალს ღამით „საბას გაუჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც 5 000-7 000 კვ.მ. ფართობი დაიწვა. ზარალის ოდენობას საგანგებოდ შედგენილი კომისია ადგენს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს. როგორც დაზარალებულები ამბობენ, მათ გასაყიდი ავეჯი დაზღვეული არ ჰქონდათ, ამიტომ თითოეულის ზარალი ათობით ათასი ლარია.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე. მან ილაპარაკა პროგრამაზე, რომლის მიზანია, შეიქმნას ქმედითი სახელმწიფო მექანიზმი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად. ინიციატივის ფარგლებში მოხდება ამ ბავშვების გამოვლენა და მათი კონკრეტულ პროგრამებში ჩართვა.
ჩამოტვირთე მეტი