პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
დიზაინერი ირაკლი ჭუმბურიძე საპარლამენტო არჩევნებს მარნეულში აკვირდებოდა - პირველივე უბანზე, სადაც არჩევნების დღეს მივიდა, მისვლიდან 10 წუთში დააფიქსირა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ბღუჯად ჩაყრის ფაქტი.
კესო ბარამიძე არჩევნებზე დასაკვირვებლად გურჯაანის სოფელ არაშენდაში წავიდა კომისიის წევრის სტატუსით, რათა ამავე უბანზე ჰქონოდა ხმის მიცემის უფლება. ის ირწმუნება, რომ #42 საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა სხვადასხვაგვარი დარღვევები, რომელთაგან ყველაზე მძიმე ამომრჩევლის მოსყიდვა იყო
მწერალი მიხეილ ციხელაშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში, დიდუბის მე-12 უბანზე იყო დამკვირვებლის სტატუსით. იმ დროს, როცა ის არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდა, ერთდოულად ორ საარჩევნო სიაში იყო რეგისტრირებული.
კესო გოგუა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს რუსთავის მე-13 უბანზე აკვირდებოდა, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის სტატუსით. არაერთი დარღვევის დაფიქსირების შემდეგ, საარჩევნო უბნის დახურვიდან რამდენიმე წუთში მას ქუჩაში თავს დაესხნენ ქალები, რომელთაც კესო "ქართული ოცნების" კოორდინატორებად მიიჩნევს
გურამ ჩუხრუხიძე 26 ოქტომბრის არჩევნებს მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა - ორივე უბნიდან გამოაგდეს იმის გამო, რომ დარღვევებს აფიქსირებდა და კომისიის წევრებს უკანონობის დარღვევების აღკვეთისკენ მოუწოდებდა.
ანი ელიაშვილი საპარლამენტო არჩევნებს 2024 წლის 26 ოქტომბერს ნინოწმინდის პირველ უბანზე აკვირდებოდა. სწორედ აქ გაიცნო მან ადგილობრივი გრიგორი წურწუმია, რომელიც კენჭისყრის პროცესს "ქართული ოცნების" წარმომადგენლის სტატუსით აკვირდებოდა.
ამერიკული კომპანია Concentrix Georgia, სადაც 24 ოქტომბერს ფინანსური პოლიციის გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს, საქართველოში მუშაობას აგრძელებს, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი ფაქტობრივად პარალიზებულია.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 24 ოქტომბრის დილის 8 საათისთვის, ფინანსურმა პოლიციამ სასამართლო განჩინების საფუძველზე გაჩხრიკა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ ქართველი თანამშრომლების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები.
საპარლამენტო არჩევნებამდე 7 კვირით ადრე, სანამ პარტიები საარჩევნო პროგრამებს წარადგენდნენ, რადიო თავისუფლებამ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სპეციალური კითხვარი შეადგინა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებს დაუგზავნა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონიამდე ორი დღით ადრე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი მოულოდნელი გადაწყვეტილებით დასრულდა.
3 აგვისტოს გერმანულმა Spiegel-მა იუტუბის არხზე გამოაქვეყნა ნახევარსაათიანი ვიდეო, სადაც ჰამბურგის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების სამუშაო დღეა გადაღებული.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ხელისუფლება არასასურველი ორგანიზაციების შესაფერხებლად არა „აგენტების კანონს“, არამედ ანტიკორუფციულ ბიუროს იყენებს. ეს არის სამსახური, რომლის შექმნასაც დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა თავად არასამთავრობო სექტორი.
21 სექტემბერს თბილისში ელენე მიქაბერიძის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “ლურჯი მოცვის” პრემიერა გაიმართა, რომლის ნახვაც კინოთეატრ ამირანში კვლავ არის შესაძლებელი.
საქართველო 2024 წელს „ოსკარზე“ რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს“ წარადგენს. ეს მხატვრული ფილმი, რომელზეც რეჟისორი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა, 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტაციით არის შთაგონებული.
საქართველოში კაც ამომრჩეველს ქალი ამომრჩეველი სჭარბობს, თუმცა არჩევნების დღეს საარჩევნო ყუთთან უფრო მეტი კაცი მიდის, ვიდრე ქალი.
ორი ყოფილი და ერთი მოქმედი პრემიერი, ორი ოლიმპიური ჩემპიონი, შვიდი ახალი სახე, ხუთი ქალი - მმართველი პარტიის სიის პირველი ოცეული ცნობილია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში საარჩევნო სიაში პირველადაა ამ პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ჩამოტვირთე მეტი