ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
გასულ კვირაში ყველაზე მეტს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტზე მსჯელობდნენ. თუმცა, მანამდე კვირა იმაზე განსჯით დაიწყო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულად განწყობილი იანუკოვიჩის გამარჯვებას.
სიყვარულზე ბევრი სიმღერა დაწერილა, მაგრამ ამ გადაცემაში ერთ-ერთ საუკეთესო მათგანზე მოგახსენებთ. თან ვალენტინობაა და თან ისედაც კარგია. ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ კი სხვა ჯგუფების თუ შემსრულებლების ვერსიებსაც მოვუსმენთ.
რამდენი უნამუსო სიუჟეტი გაუკეთებიათ და სტატია დაუწერიათ საქართველოში, მაგრამ ”რეალ ტივისებურად” ამაზრზენის ნახვა ამაზრზენი სიუჟეტების მკვლევარ პროფესორებსაც კი გაუჭირდებათ. მეცნიერული ფაქტია, რომ ”რეალ ტივი” ხელს უწყობს გლობალურ დათბობას - თითოეული სიუჟეტის ეთერში გასვლისას 12 ანგელოზი კვდება და თოთო ბავშვების უმანკო სიცილს 6 ერთეულით აკლდება უმანკოება.
”იმედის” გადაცემა ”მაფიის ღამე” კარგი იდეაა, ვინც რას უნდა ამბობდეს. მაგრამ ამ ფორმით მაინცდამაინც საინტერესო არ არის და შეიძლება, რომ ბევრად უკეთესი გახდეს. ამ გადაცემაში მოგითხრობთ რამდენიმე ცვლილებაზე, რაც, ჩვენი აზრით, ”მაფიის ღამეს” უფრო სახალისოს და დაძაბულს გახდიდა.
მიმოხილვას ”ვერსიით” დავიწყებ, სადაც დღეს წაიკიხავთ ინტერვიუს ქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატ გია ჭანტურიასთან. 90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ კანდიდატი ვიქნები, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება 12 თებერვალს, პარტიის დაარსების ორი წლის თავზე, გახდება ცნობილიო
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი. საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ფორმდება მემორანდუმი, რომელიც უწყებებს შორის ურთიერთობას უფრო სისტემურს გახდის.
დღევანდელი გაზეთები ბევრს წერენ მოვაჭრეების პროტესტზე. ”ამ ზედნადებს რომ მთხოვენ, მწერალი ვარ? იმ თათარმა ქალებმა, ვისგანაც საქონელს ვყიდულობ, წერა-კითხვა არ იციან და ზედნადები როგორ უნდა შეავსონ და გამომატანონ?” - უთხრა ”ვერსიას” აქციის ერთმა მონაწილემ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე, რომელიც ლაპარაკობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის შესახებ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა დღევანდელი ქართული გაზეთებისთვის ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ ტელეკომპანია ”იმედის” შესაძლო დატოვებაა. ”არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დატოვა თუ არა მან არხი”, - უთხრა ”მთელ კვირას” ”იმედის” გენმერალურმა დირექტორმა ოთარ გუბაშვილმა
გადაცემის ავტორს რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან უნდოდა კინოში წასვლა. თუმცა, იქ მხოლოდ ცუდი ქართული ფილმები და უინტერესო ამერიკული ფილმები გადიოდა. მან იდარდა, იდარდა და ბოლოს გადაწყვიტა დარდები თქვენთვისაც გაეზიარებინა.
გასული კვირა ქართულ პრესაში თითქმის მთლიანად უკრაინის 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნებოდა. მოწინავე გვერდები, სათაურები, სტატიები - ალბათ, უკრაინაზე მეტს წერდნენ გაზეთები, ვიდრე საქართველოში მომხდარ მოვლენებზე.
”ვინ იყვნენ 17 იანვარს საქართველოდან უკრაინაში ჩასული პირები, ვისგან დაფინანსდნენ და რა უნდოდათ ამ რაოდენობით უკრაინაში - ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს”, - წერს ”რეზონანსი” სტატიაში ”ვინ წავა საქართველოდან უკრაინის არჩევნების მეორე ტურზე”.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე, რომელიც ლაპარაკობდა უფლებადამცავი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის” მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დღევანდელ ქართულ პრესაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს „იმედის“ უცხოეთის ამბების პროდიუსერ ირაკლი გვარამაძესთან, რომელიც ამბობს, უკრაინაში, საბილიარდოში, 6 კაცი დაგვესხა თავს
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ნიკა ჩიტაძე, რომელიც კომენტარს აკეთებდა ბოლო დროს გახშირებულ განცხადებებზე, რომ შეიძლება საქართველოსთვის სჯობდეს ქვეყანამ აქცენტი გააკეთოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმის ხარჯზე.
დღევანდელი პრესის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის არჩევნებს ეხება. ”რადასა და ცესკოს წინ უკვე კარვები გაიშალა, მოსალოდნელია თუ არა არეულობა უკრაინაში?” - კითხულობს ”მთელი კვირა”, ”ასავალ დასავალი“ კი წერს:
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე. მან ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ სამეულის შერჩევა ტიპური შანტაჟია.
მოდი ერთმანეთს ამბები მოვუყვეთ. მართლა. ასე იმიტომ კი არ ვიწყებ რომ მე რამე საინტერესოს მოვყვები და მორჩა და ეს ”ერთმანეთს” სიტყვის მასალაა. ჯერ ერთი, რის დაწერასაც ვაპირებ მაინცდამაინც საინტერესო არ არის. უფრო საუბრის დასაწყებად გამოდგება. თანაც, სად ერთი რომ იფიქრებს და დაწერს და სად ბევრი რომ იზამს ასე. როგორც იტყვიან, რამხელათი წინ ვიქნებით!
ახალი წლის პირველ კვირას მედიის ყურადღება, ძირითადად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაკენ გახლდათ მიმართული. 4 იანვრიდან ოფიციალურად დაიწყო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო განცხადების მიღება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი თამარ რუხაძე. მან თქვა, რომ ”მაესტროში” რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და რამდენიმე თვეში ის 24-საათიან საინფორმაციო არხად ჩამოყალიბდება.
ჩამოტვირთე მეტი