რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
საქართველოში სულ 45 ადამიანია, უმეტესად ბავშვი, ვისთვისაც ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლებია, ცისტური ფიბროზით დაავადებული ბავშვების ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროს ამ მედიკამენტის საქართველოში შემოტანას უშედეგოდ სთხოვენ. პასუხი ასეთია - "ვმუშაობთ".
21 წლის იყო უკრაინაში მებრძოლი მამუკა გაწერელია, რუსეთის ტყვეობაში რომ აღმოჩნდა. 24 წელი მორდვეთის რესპუბლიკის კოლონიაში, „დუბრავლაგში“ შეუსრულდა. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მას 2024 წლის თებერვალში გამოუტანა. მამუკა გაწერელიას უვადო პატიმრობა მიესაჯა.
ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნებით დაკავებულმა 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქემ, შესაძლოა საქართველოს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. ეს თქვა 10 ივლისს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა.
15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალდებული 30 წლის ლევან აბესაძე, რომელსაც პროკურატურა ე.წ. „ფაშისტური“ დაჯგუფების ლიდერს უწოდებს, რამდენიმე წლის წინ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივი დისკრიმინაციით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულში.
ფსიქოლოგიურად მძიმედაა 15 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, თავადაც არასრულწლოვანებმა, აწამეს - მუხლებზე დაჩოქილი დანით დასერეს, სცემეს, ვიდეო გადაუღეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს.
პროევროპული აქციებისას დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, შესაძლოა, 22 ივლისს გამოაცხადოს.
ჭიათურაში მოშიმშილე ორი მაღაროელის, ტარიელ მიქაცაძისა და მირზა ლოლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი დღეა, გართულდა. ისინი ე.წ. მშრალ შიმშილობაზე არიან და უარს ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე.
„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს ცვლილებებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ გამოძიებაში მონაწილის ვინაობას დაფარავს, შესაძლოა, სამუდამოდაც.
ბრიტანეთის მოქალაქეს, ბელა მეი ქალის (Bella May Culley) 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა. ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მაისის დასაწყისში პოლიციამ თბილისის აეროპორტში რომ დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.
26 ივნისს გარდაიცვალა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მსახიობის, ონისე ცხადაძის მამა, გელა ცხადაძე. ის მესამე მშობელი გახდა ბოლო ექვს თვეში, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულებმა დაკარგეს.
ამ სტატიაში ნახავთ რამდენიმე მაგალითს, თუ რატომ თვლიან იურისტები, უფლებადამცველები და აქტივისტები, რომ ქვეყანაში მოქმედებს დანაშაულის დასჯის უსამართლო, ფასადური სისტემა, რომელიც აშინებს ხალხს და ახშობს პროტესტს.
საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, საქართველოში 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს.
შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების რიგში ახლა უკვე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ჩადგა. სადავო პარლამენტი გეგმავს, რომ ცვლილებები დაჩქარებულად განიხილოს.
სამოქალაქო აქტივისტისა და მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ადვოკატმა 23 ივნისს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილება - მოსამართლემ 21 ივნისს ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინაში დაღუპული 22 წლის დემეტრე დარჩიას ცხედარი საქართველოში 20 ივნისს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოდან საზღვრის კვეთისას გაგაჩეროთ მესაზღვრემ, გითხრათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა გაქვთ გადასახდელი და ამის გამო ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მოგცეთ?
რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლისას დაიღუპა 32 წლის უკრაინელი მსახიობი იური ფელიპენკო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ბოლო ორი დღეა განიხილავენ იმ ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეებს, რომელთა წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალწარმოება შსს-მ ფეისბუკის სტატუსების გამო წამოიწყო.
გასულ კვირაში, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო, როგორც ცალკე სტრუქტურა, აღარ არის საჭირო და ის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უნდა შეუერთდეს.
საქართველოში დასაქმებული ქალების 27% და კაცების 18% ამბობს, რომ სამსახურში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ასეთია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გამოკვლევის შედეგები.
ჩამოტვირთე მეტი