ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
ვირტუალურ სივრცეში აქტიურობის ფორმების უმეტესობა საქართველოში ვირტუალურ სივრცეშივე რჩება, - ამ ფრაზას ამოიკითხავთ „ფრიდომ ჰაუსის“ ბოლო ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა და რომელსაც ჰქვია „თავისუფლება ქსელში - 2012 წელი“.
ექსპერტები თავიანთ ანგარიშში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის სამხედრო თავდასხმა შეიცავს რისკს ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
გამოცემა „იურეიშანეტი“ მოლი კორსოს სტატიას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა ძალები ერთმანეთთან დაპირისპირებისას საქმეში უცხოეთი ჩარიონ და მისი დახმარებით იმოქმედონ.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამას მეტოქე მიტ რომნი იქნება.
კითხვის ნიშნის ქვეშაა გავრცელება წიგნისა, რომელიც ოსამა ბინ ლადენის მოკვლის ოპერაციას აღწერს.
არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც ფეხი დადგა მთვარეზე. ლეგენდარული ასტრონავტი 82 წლისა გარდაიცვალა ორი დღის წინ. არმსტრონგს გულის შუნტირება გაუკეთეს კორონარული არტერიების გაუვალობის გამო აგვისტოს დასაწყისში. ამ ოპერაციის გართულებამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.
შეკითხვა, ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ აფხაზეთი, ვანუატუელებისთვის რეფერენდუმზე არ დაუსვამთ.
უზბეკეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა სტატია - აგვისტოს 20-ში რუსულად, მომდევნო ორ დღეში კი ევროპულ ენებზე და არაბულად - სათაურით: „ახალ პლანეტას მაიდანაკის სახელი დაარქვეს“. წერილი ასე იწყება.
ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ყველაზე პოპულარული ადამიანია, ვინც ეკვადორისგან თავშესაფარი მიიღო.
„ასოშიეიტიდ პრესის“ კორესპონდენტმა მარია დანილოვამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც დაიბეჭდა „ვაშინგტშონ პოსტში“.
რუსეთმა მაჰმადიანთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებას დაამთხვია ახალი ისლამური სატელევიზიო არხის ამოქმედება.
ხუთშაბათს დილიდანვე დაძაბული იყო ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის ირგვლივ შექმნილი ვითარება.
სოციალურმა ქსელმა - „ფეისბუკმა“ - თავისი როლი ითამაშა ირანში ჯერ კიდევ 2009 წელს.
მეათე სტუდიაში დღეს გესაუბრებით წიგნზე სახელწოდებით, "ომის სხვა სახე", რომელზეც ცხინვალსა და გორში ოსი და ქართველი ჟურნალისტები მუშაობდნენ.
თათრეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რელიგიურ ჯგუფებს და უცხოეთში განათლებამიღებულ სასულიერო პირებს ახალი შეზღუდვები დაუწესეს.
რუსეთის პანკჯგუფის, „პუსი რაიოტის“ წევრებმა საქვეყნოდ გაითქვეს სახელი.
ეკონომიკის პროფესორი მონტი, რომელიც თავის დროზე ევროკომისარი იყო, „იტალიის მხსნელად“ იყო მიჩნეული.
ოლიმპიური თამაშები ზეიმია. ასე იყო წარსულში, ასეა ახლაც და როცა ლონდონის ოლიმპიადა იწყება, ბევრმა არც იცის, რომ ამ თამაშებს ათლეტების ცუდი საქციელიც ახსოვს.
ოლიმპიური თამაშები რიცხვების გარეშე წარმოუდგენელია.
ყაზანში თავდასხმა რესპუბლიკის მუფთიზე სრულიად მოულოდნელი იყო.
ჩამოტვირთე მეტი