სასამართლო განხილვების მერვე თვეს, ბრალდების მხარემ ჯგუფური ძალადობის საქმეებზე მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. პროკურორებმა გამოკითხეს მოწმეები, შეისწავლეს ვიდეოები. ბოლო სვლა მთავარი გამომძიებლის დაკითხვა იყო. ვის სასარგებლოს იმუშავა ამან? ეს დისკუსიის საგანია.
ჯგუფური ძალადობის საქმეში, რომელშიც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, ახალი მტკიცებულებაა - დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომელიც, ადვოკატის თქმით, მინიმუმ ორი ადამიანის, ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას უდანაშაულობას ამტკიცებს. რა წერია ამ დასკვნაში?
ექვსი საათის განმავლობაში უსმენდა სასამართლო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საქმეების მთავარი გამომძიებელ არსენ ხუნაშვილს. ამ ხნის განმავლობაში მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, თუმცა, ალბათ, ყველაზე მთავარი იყო წინადადება - „ორგანიზატორებთან ბრალდებულების პირდაპირი კავშირი არ დასტურდება“.
ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც სასამართლოში მუშაობის წესი შეიცვალა და დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოშიც კი ჟურნალისტების კამერები გაქრა, პროკურორებმა ჩვენებების მისაცემად პირველად გამოიძახეს სპეცრაზმელები.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ორი დემონსტრანტის, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო დახურა მას შემდეგ, რაც პროკურორმა შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა გდდ-ს თანამშრომლების სხდომაზე გადაღებული ფოტოები. რა ხდებოდა სხდომაზე, რა თქვეს სპეცრაზმელებმა - რეპორტაჟი სხდომიდან.
„ვითომ ოთხი წელი და 6 თვე?“ - დარბაზის დასანახად მიატრიალა ბლოკნოტში ჩანაწერი საბა ჯიქიამ 17 ივნისს, სასამართლო სხდომაზე, მათე დევიძის განაჩენის პასუხად. მასაც დევიძის მსგავსად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. თამარ მჭედლიშვილმა საბა ჯიქიას მართლაც ზუსტად 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
„ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებული რვა დემონსტრანტის პროცესზე, ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომაზე მედიის მიერ ფოტო-ვიდეოგადაღების დაშვება მოსთხოვეს, თუმცა მოსამართლემ განაცხადა: „მე არ ვარ ადრესატი, რომელიც აღნიშნულზე მიიღებს გადაწყვეტილებას“.
„სასამართლო სხდომები დახურული იქნება… ცირკად აქციეთ ყველა სხდომა“, - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ. „ცირკს“ ხშირად ეძახიან სასამართლოს სხდომებს დაკავებული დემონსტრანტების გულშემატკივრები, შედარებით იშვიათად, მოწმეებიც კი...
„ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებული დემოსტრანტების ორ საქმეზე ერთად, ჯამში, 10 პოლიციელი გამოიკითხა. მათგან ხუთი ორივე საქმის მოწმეა - პოლიციელების სასამართლოში მონაყოლი, ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებზე უფრო მეტს ჰყვება, ვიდრე - უშუალოდ საქმეზე, რისთვისაც ისინი იკითხებიან.
შესაძლებელია, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოწეროს და ადმინისტრაციული დავის მუხლი ჩამოაყალიბოს დეტექტივმა, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, შსს კი ამტკიცებს, რომ ეს კანონით დაშვებულია, - ეს გაიგეს დღეს აქტივისტების, თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესზე დამსწრეებმა.
შენდება რაიმე დამწვარი ბაზრობის ახლოს? - იკითხა ბევრმა, მას შემდეგ, რაც დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილმა თქვა, რომ ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა კი არ დაიწვა, არამედ დაწვეს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების 8-კაციანი ჯგუფის სასამართლო პროცესზე დღეს, 7 მაისს, პროკურატურამ ხუთი მოწმე პოლიციელი მიიყვანა. ეს მას შემდეგ, რაც პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. მათგან სამს დაზარალებულის სტატუსი აქვს.
„გლდანის ციხის“ პატიმრის გარდაცვალების ბუნდოვან ამბავს პენიტენციური სამსახურის გავრცელებულმა კადრებმა, მეტი დეტალი შესძინა, აი, კითხვებზე პასუხი კი არ გაუცია - რა მოხდა საკანში ისეთი, რის გამოც იოსებ გორგაძემ მძიმე ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა. საკანი ერთადერთი ადგილია, რომელსაც კამერა არ უყურებს.
ამ სტატიაში ყველა იმ ვერსიაზე გიყვებით, რომლებიც „ვაგზლის ბაზრობაზე“, ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მსჯელობისას, რადიო თავისუფლებამ მოისმინა.
ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, როგორ და რატომ აირჩიეს ის თავმჯდომარედ, რა უთქვამს და რა გაუკეთებია წარსულში? - ყველა მნიშვნელოვან დეტალზე ამ სტატიაში ვწერთ.
„ჰქონოდა შვილს დედის გვარი. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი რაიმე დამატყდებოდა თავს?“, - დაკავებული დემონსტრანტის გიორგი მინდაძის დედას, ნანი წულაიას შვილთან ხანგრძლივ პაემანზე უარი უთხრეს. მას პატიმართან ნათესაობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ აქვს.
ჩამოტვირთე მეტი