ანთალიამ, თურქეთის ყველაზე პოპულარულმა ზღვისპირა კურორტმა, მარტო 2014 წელს 12,5 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, მათ შორის, ძალიან ბევრ რუსს. მაგრამ ახლა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ანთალია ტურისტულ ბუმს გამოეთხოვება.