უკრაინასა და პოლონეთს შორის ისტორიული მეხსიერების გამო დაძაბულობა კვლავ არ ცხრება. ამ ფონზე კანადელი ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე მიროსლავ შკანდრი ცდილობს, ОУН-ისა და УПА-ს ისტორია მითებისა და პოლიტიკური შეფასებების მიღმა, ისტორიული კონტექსტისა და დოკუმენტების საფუძველზე გააანალიზოს.
პოლონეთსა და უკრაინას შორის ისტორიული მეხსიერების საკითხმა ახალი დაძაბულობა წარმოშვა. ვარშავაში მსჯელობენ, ჩამოართვან თუ არა ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო. უთანხმოების მიზეზია ზელენსკის გადაწყვეტილება - ერთ-ერთი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების“ სახელის მინიჭება.
2 სექტემბერს ლვოვში უკრაინელ პოლიტიკოსს, უმაღლესი რადის ყოფილ სპიკერსა და პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანდრიი პარუბიის ეთხოვებიან. 30 აგვისტოს, შაბათ დილით ლვოვში, ეფრემოვის ქუჩაზე, ის უცნობმა რვა გასროლით მოკლა.
35 ოპერაცია, ორჯერ მეტი ანესთეზია, ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია გერმანიაში - ასეთია თითქმის სამწლიანი გზა, რომლის გავლაც მოუწია 10 წლის ლვოველ რომან ალექსივს.