Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინ წყალი, უკან მეწყერი

საქართველოს ქალაქებისა და სოფლების 60% სტიქიური საშიშროების რისკის ზონაშია მოქცეული. ყოველწლიურად ათასობით ადამიანს უწევს ეკომიგრანტის სტატუსით შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და ასობით სახლზე გაიცემა დემონტაჟის რეკომენდაცია იმის გამო, რომ ის მეწყერის, ღვარფოფის ან წყალდიდობის საფრთხის წინაშეა აღმოჩენილი.

სტიქიური უბედურება არ ასხვავებს ცოცხალს და მკვდარს, მორწმუნეს და ურწმუნოს, მწყემსს და მებაღეს, დიდს და პატარას. საქართველოში მეწყერისა და ღვარცოფის მაღალი რისკის ზონაში ცხოვრობს ასობით ოჯახი, მეწყრის საშიშროების ქვეშ არის საავტომობილო გზები, მატარებლის ხიდები, მონასტრები, მეჩეთები, სასაფლაოები და საზაფხულო საძოვრები, ნაგავსაყრელები, სათიბები და სასოფლო სავარგულები, ჰიდროელექტროსადგურები და ჰესები, სკოლები და ბაღები. საქართველოში აღრიცხული და რუკაზეა დატანილი 52 ათასზე მეტი მეწყერული სხეული - ფერდობების ნაწილები, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰექტარს აღემატება.

მეწყრული საფრთხის უშუალო არეალში მოქცეულია 2 ათასამდე დასახლებული პუნქტი, 200 ათასზე მეტი მოსახლით. მეწყრული პროცესების მაღალი რისკის ზონა დიდი წყალსაცავების ნაპირების 25%, ხოლო საავტომობილო გზების 30%-მდე ტერიტორიას მოიცავს.

მეწყერსაშიშ ზონებშია მოქცეული ტურისტულ ადგილებამდე მიმავალი გზები და ის ტერიტორიები, სადაც სახელმწიფო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს - მაგალითად - რიკოთის ავტობანი და ხადას ხეობაში გვირაბებით გამავალი გზა.

გლობალური დათბობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობა კატასტროფების რისკს ზრდის - ადრეული შეტყობინების სისტემა, რისკის ზონების იდენტიფიცირება, ზიანის შესამცირებელი სამუშაოები და მოქალაქეების გადასახლება მეწყერსაშიში ზონებიდან კი იცავს ადამიანების სიცოცხლეს და ამცირებს მატერიალურ ზიანს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ათობით ადგილას აქვს მონიტორინგის სისტემების დაყენების რეკომენდაცია გაცემული. მონიტორინგის გარდა, გეოლოგები სხვა რჩევებსაც იძლევიან რისკების შესამცირებლად და მათი ნაწილი არც ისე რთულადაა შესასრულებელი. ზოგან საკმარისია გზის გაწმენდა, მეწყრული ადგილებისთვის ნაშალის მოშორება, მდინარის კალაპოტის დაღრმავება, ნაპირსამაგრი კონსტრუქციების მოწყობა, ფერდობების დატერასება და მათზე ღრმა ფესვიანი ხეების დარგვა, ზედაპირული და გრუნტის წყლების მდინარების მართვა.

2024 წლის 7 თებერვალს ბაღდაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - განადგურდა 4 სახლი. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს იცოდა, რომ ნერგეეთში მეწყერი იყო მოსალოდნელი.

"მძლავრი და ექსტრემალურად დიდი" მეწყერი ჩამოწვა 2025 წლის მაისში ხარაგაულის სოფლებში, ხელაღალსა და ღვერკში - მეწყერმა დაანგრია სახლები, დააზიანა გზები, წააქცია ელექტროგადამცემი ანძები და საცხოვრებლად უვარგისი გახადა 68 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. სოფლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია

2026 წლის გაზაფხულზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში; გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ამ სოფელში 20-22 სახლი სრულად დანგრეულია, 30-მდე კი ავარიულ მდგომარეობაში.

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში ჩამოწოლილმა ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი გაანადგურა. ხანგრძლივი სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგაც ვერ იპოვეს ერთი ბავშვის ცხედარი.

რუკაზე, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს ეყრდნობა, თქვენ შეძლებთ ნახოთ რამდენად უსაფრთხოა ის ადგილი, სადაც ცხოვრობთ და ასევე გაიგებთ გეოლოგების იმ რეკომენდაციებს, რაც საფრთხის ზონებში სახელმწიფომ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად უნდა შეასრულოს.

XS
SM
MD
LG