ანექსია თუ მორიგი პოლიტიკური შანტაჟი? ოკუპირებულ ცხინვალში კრემლის მიერ დანიშნულმა ახალმა ლიდერმა, მოსკოვთან გაფორმებულმა ახალმა შეთანხმებამ და რუსეთთან გაერთიანებაზე გახშირებულმა განცხადებებმა გააჩინა კითხვა, ხომ არ იწყებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის საბოლოო სამართლებრივ შთანთქმას.
აღმოჩნდება თუ არა ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორი აფხაზეთში და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ხელმძღვანელთა პოსტები გასულ კვირებში რუსეთში მომხდარ საკადრო გადაწყვეტილებებს შეეწირა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კრემლი, სავარაუდოდ, ახალ პოლიტიკურ ფიგურას ამზადებს. ალან გაგლოევის "სახელმწიფო მრჩევლად" დანიშნული მარატ კამბოლოვი რუსულ მედიაში უკვე სახელდება შესაძლო კანდიდატად, რომელმაც 2027 წლისთვის ცხინვალის პოლიტიკური არქიტექტურა უნდა შეცვალოს.
პირველად 32 წლის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში სამოქალაქო თვითმფრინავი დაჯდა. საცდელ ფრენას სოხუმი ზეიმით შეხვდა, თბილისმა კი არ შეიმჩნია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 40 წლის რამაზ ბეღელური, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება.
საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში არიან, ე.წ. სასამართლოს გამართვის მოლოდინში. ამის შესახებ მათი ნათესავები საუბრობენ.
სარწყავი წყალი ქართული და ოსური სოფლებისთვის - ერგნეთის მოლაპარაკებების პროცესში ეს ის საკითხია, რომელზე შეთანხმებას მხარეები ახერხებენ, რადგან ბაღ-ვენახების გასარწყავება ორივე მხარის ინტერესშია.
თითქმის ერთი თვეა, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე ოჯახის წევრებს ვეღარ უკავშირდება. მისი ნათესავები ცდილობენ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან მიიღონ.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მამუკა ჩხიკვაძის ნათესავები მის გათავისუფლებას მეორე თვეა უშედეგოდ ელოდებიან. მაისში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება გამოსცა და მამუკა ჩხიკვაძეს იმედი გაუჩნდა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ.
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 2022 წელს ისევ უკანონოდ აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. წელს ასეთი 55 ადამიანი აღმოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, მათგან 13 აფხაზეთის მიმართულებით დააკავეს, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 42.
ჩამოტვირთე მეტი