Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ლიდერი დანაშაულს აღიარებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს ბოსნიელ სერბთა ყოფილმა პრეზიდენტმა ბილიანა პლავშიჩმა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში სენსაციური განცხადება გააკეთა. მან საჯაროდ აღიარა,

რომ მიუძღვის პასუხმგებლობა ბოსნიაში 10 წლის წინათ ჩატარებულ ეთნიკურ წმენდებში.

72 წლის პლავშიჩმა, რომლესაც თანამემამულეები “რკინის ლედის” უწოდებდნენ, აღიარა, რომ პასუხმიგებელია 1992 წლის კამპანიაზე, რომელშიც სერბებმა მოკლეს, აწამეს და გააუპატიურეს ათასობით ხორვატი და ბოსნიელი მუსლიმანი, ალყა შემოარტყეს სარაევოს და მილიონზე მეტი ადამიანი აიძულეს დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი. ეს ბრალდება სამუდამო პატიმრობას ითვალიწინებს.

ქალბატონი პლავშიჩი ჰააგაში არ ჩასულა. ბრიტანელი მოსამართლის რიჩარდ მეის წინაშე ის ვიდეოკავშირის მეშვეობით წარსდგა. მისი თანდასწრებით სასამართლო პროცესი 16 დეკემბერსაა დანიშნული. იქამდე ის ტრიბუნალის თანხმობით, ბოსნიაში იმყოფება. ზუსტი ადგილმდებარეობა საიდუმლოდ ინახება.

აღიარების შეთანხმების პირობებით, გაუქმდება მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდების ყველა დანარჩენი პუნქტი, მათ შორის გენოციდში ბრალდება. მაგრამ პლავშიჩის ვექილების თქმით, არავითარ გარიგებას ტრიბუნალსა და პლავშჩს შორის ადგილი არ ჰქონია. ადრე ქნ-ი პლავშიჩი სავსებით უარყოფდა მისთვის წაყენებულ ბრალდებას.

დღეს 72 წლის პლავშიჩი, რომელიც ცნობებით სერიოზულად ავადაა, გამოთქვამს სინანულს, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანს ამდენი ჭირი და ვარამი მიაყენა. 10 წლის წინათ მისი რიტორიკა სხვაგვარად ჟღერდა. პლავშიჩი, ყოფილი ბიოლოგიის პრფესორი, სერბებს ბოსნიელი მუსლიმანების, როგორც სიცოცხლის დაბალი ფორმების, განადგურებისკენ მოუწოდებდა. ომის დამთავრების შემდეგ მან 180 გრადუსით შეცვალა გეზი. გაწყვიტა კავშირი ბომნიელი სერბების სხვა ლიდერებთან – რადოვან კარაჯიჩთან, გენერალ რადკო მლადიჩთან და მომჩილო კრაიშნიკთან – და ნატოს დახმარებით ბოსნიელ სერბთა მთავარ ქალაქ ბანია ლუკაში უფრო შემრიგებლურ რეჟიმს ჩაუდგა სათავეში.

ზემოთ ჩამოთვლილებიდან სამივეს აქვს წაყენებული ბრალდება ომის დანაშაულის ჩადენაში. აქედან მხოლოდ კრაიშნიკი ზის ჰააგის ციხეში და თავს დამნაშავედ არ ცნლბს, დანარჩენი ორი კი სადღაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოსნიაში იმალება.

პლავშიჩი ერთადერთი ქალია, რომელსაც საჯაროდ სდებენ ბრალს ომის დანაშაულში. 2001 წლის იანვარში ის ნებაყოფლობით დათანხმდა სასამართლოს წინაშე წარდგომაზე. ის აგრეთვე პირველი მაღალი რანგის სერბი ლიდერია, რომელემაც გამოთქვა სინანული და პატიმბა მოითხოვა მსხვერპლისგან.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ამ პრეცედენტმა სერბთა მთავარ ლიდერს სლობოდან მილოშევიჩსაც უბიძგოს მსგავსი ნაბიჯისკენ.

მილოშევიჩი არის ერთადერთი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ასამართლებენ ომის დანაშაულის გამო.
XS
SM
MD
LG