Accessibility links

logo-print

“სადისკუსიო მაგიდასთან” თბილისის საკრებულოს წევრი


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი “სადისკუსიო მაგიდასთან” თბილისის საკრებულოს წევრი

დავით ბერძენიშვილი და პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი მოვიწვიეთ. ეკა წამალაშვილთან ერთად ისინი თბილისის საკრებულოს ამუშავების თაობაზე იმსჯელებენ და თავიანთ მოსაზრებებს გაგვიზიარებენ იმაზე, თუ რას უნდა ენიჭებოდეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით უპირატესობა: საარჩევნო დარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას თუ ამ დარღვევებზე თვალის დახუჭვას და საკრებულოს ამუშავებას. აქვე განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი თბილისის საკრებულოში წარმოადგენს ბლოკ “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიულ ფრონტს”. ის ორგზის იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი სოციალისტური პარტიის წევრია. მას აქვს თბილისის წინა საკრებულოში მუშაობის გამოცდილება. შეგახსენებთ: სწორედ, სოციალისტურმა პარტიამ უჩივლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმის გამო, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნების მეორე ოქმი საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების გარეშე დამტკიცდა. ჩვენი "სადისკუსიო მაგიდის" დღევანდელი სტუმრები მკვეთრად დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი კონსტრუქციული პოზიციებიდან ისაუბრებენ.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG