Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მასმედია 30-წლიანი დიქტატურის შემდეგ


ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმთან ერთად წარსულს ჩაბარდა მკაცრი კონტროლი, რომელსაც, ისევე როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, მასმედიაც ექვემდებარებოდა.

შედეგად დაწყებულია ერთგვარი საინფორმაციო ბუმი, რომელიც, ჩვენი კორესპონდენტის, ზამირა ეშანოვას ცნობით, ერაყს ახალი გაზეთებისა თუ რადიოსადგურების სახით ედება. ჩვენთვის, როგორც რადიოჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოებაა, რომ რიგითი ერაყელების უმრავლესობისთვის ინფორმაციის ერთადერთი წყაროს როლს ამჟამად სწორედ რადიო ასრულებს. თუმცა, ზამირა ეშანოვა, ცხადია, ამ ინფორმაციას არ დასჯერდებოდა: ის დაინტერესდა, ზოგადად რა საინფორმაციო წყაროები არსებობს ერაყში, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად ენდობიან მათ ერაყელები. ბაღდადიდან რეპორტაჟს ... გაგაცნობთ.

დიქტორი: ჩვენი კორესპონდენტი თავდაპირველად ასახელებს უცხოურ ტელე- და რადიო კომპანიებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ერაყში საინფორმაციო ვაკუუმის შევსებაში - ესენია ირანში დაფუძნებული ტელეკომპანია "ალ-ალამი", კატარის სახელგანთქმული "ალ-ჯაზირა" და ამერიკული რადიო "სავა". ერაყული საინფორმაციო საშუალებები კი, როგორც რეპორტაჟიდან ჩანს, ამ ეტაპზე ბეჭდვითი ორგანოებით შემოიფარგლება: სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური, თუ პოლიტიკური ჯგუფი ბაღდადში ათამდე დასახელების გაზეთს გამოსცემს, რომელთა ნაწილი უფასოა, ნაწილი კი 7-დან 20 ცენტამდე, ანუ დაახლოებით 15იდან 20თეთრამდე ღირს.
რაც შეეხება მათდამი დამოკიდებულებას, ერაყელები უმეტესწილად უკმაყოფილებას გამოთქვამენ - აკრიტიკებენ ჟურნალისტური ნამუშევრის შინაარსსა და ხარისხს, უჩივიან ობიექტურობის ნაკლებობას, რაც, მათი განმარტებით, საინფორმაციო საშუალებების ზედმეტად პრო-ამერიკულ, ან ანტიამერიკულ პოზიციებში ვლიდნება.
უკმაყოფილოთაგან ერთ-ერთი, 42ი წლის ვალიდი ბაღდადის სასტუმრო ალ-ჰამრაში მუშაობს, იცის, როგორ აშუქებდნენ ერაყის ომს დასავლეთის ტელეკომპანიები და განაწყენებულია, რომ ამ საინფორმაციო საშუალებებმა, მათ შორის სიენენმა, მსოფლიოს ერაყელები მძარცველებად წარმოუსახეს. ნს050604 "ამერიკელებმა გააღეს ეს შენობები და გამოაცხადეს: მოდით, ყველაფერი წაიღეთო. მერე კი, როცა ერაყელებმა ყველაფერი დაიტაცეს, საერთაშორისო მასმედიამ ისინი ქურდებად წარმოუსახა მსოფლიოს. ყველა ერაყელი ალი-ბაბა ხომ არ არის! რატომ არ მიდიოდა მასმედია ეკლესიაში იმის საჩვენებლად, რომ ერაყელი ხალხი დაბომბვის დროს ლოცულობდა? რატომ არ მიდის მეჩეთებში, სადაც მორწმუნეები ღმერთს ევედრებიან, გადაგვარჩინეო?"
ჩვენი კორესპონდენტი 35ი წლის ინჟინერს, ჰაკიმსაც გამოელაპარაკა - ისიც უკმაყოფილოა, ოღონდ უწინარეს ყოვლისა ირანის ტელეკომპანია ალ-ალამს აკრიტიკებს.ჰაკიმის აზრით, ეს არაბულენოვანი არხი ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და ცდილობს, ერაყის შიიტური უმრავლესობა ირანის მმართველი რელიგიური რეჟიმის ინტერესებისთვის გამოიყენოს. ნს050605
"ისინი არ აჩვენებენ რეალობას, არ აჩვენებენ, რა ხდება ერაყში. როცა რამეს აჩვენებენ, გეუბნებიან, რომ ამერიკელები ცუდები არიან და ერაყის ხალხს თავისუფლებას არ აღირსებენ, რომ სჯობს კავშირი ირანთან, რომელიც ერაყელებს თავისუფლებას მიანიჭებს".
!თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰაკიმის უკმაყოფილების გამომწვევი "ალ-ალამი" ჯერ-ჯერობით ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომლის პროგრამების სანახავად ერაყში სატელიტური თეფში არ სჭირდებათ, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად დიდი გავლენით სარგებლობს ამ ირანული არხის პროგრამები - რიგითი ერაყელებისათვის ხომ სატელიტური თეფში ხელმიუწვდომელი ფუფუნებაა. თუმცა კმაყოფილი არც ისინი ჩანან, ვისაც სატელიტური თეფში და გენერატორი აქვს შეძენილი: მაგალითად, ვინმე მუჰამედმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ყოველ დღე უყურებს არაბულ ტელევიზიას - სხვადასხვა ტელეკომპანიის, მათ შორის ალ-ჯაზირას გადაცემებს, მაგრამ ვერ ხედავს ერაყში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად ასახვას: ნს050606 "ეს არის ჩემი ქვეყანა და ვხედავ, აქ რა ხდება. ზოგი არაბული არხი აჩვენებს რაღაცას, მაგრამ იმას არა, რასაც მე ვხედავ. მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და დღეს საქმე გაცილებით უკეთაა, ვიდრე ხვალ იქნება".
და მაინც, რაც უნდა მკაცრი იყოს უცხოური ტელეგადაცემების კრიტიკა, მათ მიმზიდველობას ვერავინ უარყოფს ქვეყანაში, რომლის ტელევიზია იძულებული იყო, ათწლეულების მანძილზე დასჯერებოდა სამხედრო პარადებისა თუ მთავრობის სხდომების ჩვენებას - ცხადია, თუ არ ჩავთვლით სადამ ჰუსეინის განმადიდებელ კონცერტებსა და უგემოვნო მელოდრამებს. ასე რომ, ერაყელები, რომ იტყვიან, "მოწყურებული" არიან მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებულ, ობიექტური ინფორმაციის შემცველ გადაცემებს - ამ მოთხოვნილებით, ჯერ-ჯერობით, ერაყში ამერიკული პოლიტიკისადმი მტრულად განწყობილი ძალები სარგებლობენ. მაგრამ უსაქმოდ არც შეერთებული შტატები რჩება - ამერიკელები ერაყში ტელეარხისა და რადიოსადგურის გასახსნელად, აგრეთვე დამოუკიდებელი გაზეთის გამოსაშვებად ემზადებიან. გაგაცნოთ ჩვენი კორესპონდენტის, ამჟამად ბაღდადში მყოფი ზამირა ეშანოვას რეპორტაჟი.
XS
SM
MD
LG