Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეყოლება თუ არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას "კანონიერი" თავმჯდომარე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე დანიშნეს თავისი წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა, ახალი შემადგენლობის კომისიის სხდომა ჯერაც არ გამართულა.

რიგითი წევრები მოთმინებით ელიან თავმჯდომარის დანიშვნას. ეუთო ამ მართლაც მნიშვნელოვან პოსტზე წარმოდგენილი კანდიდატურების ირგვლივ კონსულტაციებს მართავს, პარტიები სასურველი თავმჯდომარის ღირსებებზე საუბრობენ. კანონით კი, 25 აგვისტოს შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა კანონის დარღვევას უდრის.
რატომ აღმოჩნდა საქართველო მორიგი პოლიტიკური სკანდალის წინ? - ამ კითხვაზე პასუხობს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, საარჩევნო კოდექსის ერთერთი ავტორი, პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე, რომელსაც თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG