Accessibility links

logo-print

"ისინი კავკასიიდან ჩამოვიდნენ"


ამ ცოტა ხნის წინ ჩეხმა მასპინძლებმა პრაღის,

"როქსის" სახელით ცნობილ, კლუბში უჩვენეს დოკუმენტური ფილმი კავკასიიდან ჩეხეთში გადმოსახლებულ ადამიანებზე, სახელწოდებით "ისინი კავკასიიდან ჩამოვიდნენ". საღამო, რომლის ნაწილსაც ამ ფილმის ჩვენება და ფილმის გმირებთან შეხვედრა წარმოადგენდა, მოინათლა "კავკასიურ საღამოდ" და მასზე მიგვიწვიეს აქ მცხოვრებნი - არა მარტო კავკასიელები, არამედ, პირველ რიგში, ჩეხები, ჩეხი ახალგაზრდები. ისინი ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში აღიზარდნენ, იმ ქვეყანაში, რომელსაც უჭირს ურთიერთობის მოგვარება მეზობელ გერმანელებთან და ავსტრიელებთან, ასევე მოძმე ერებთან, ისეთ ქვეყანასთან, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთი, და ამიტომაც უცხოელთა მიმართ შიშის მსგავსი გრძნობა აქვთ. ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ უკეთ გაეცნონ მათ სახელმწიფოში გადმოხვეწილ ადამიანებს. ფაქტობრივად, სტუმარ-მასპინძლის პრობლემაა მოსაგვარებელი, სტუმრის გაცნობაა აუცილებელი, იმ ადამიანების გაცნობა, რომლებიც სამშობლოს სხვადასხვა მიზეზით გაექცნენ - ზოგი, უბრალოდ, უკეთ ცხოვრების სურვილით, ზოგმა ომს გამოასწრო, სხვას სდევნიდნენ და ამ დევნას გაერიდა. საღამო მოაწყო ორგანიზაციამ "ადამიანი განსაცდელში", რომელსაც, სხვათა შორის, ჩეხეთში მოქმედმა ქართველთა სათვისტომომ გაუწია დახმარება. "კავკასიურ საღამოზე" სათვისტომოს ერთ-ერთ წარმომადგენელთან საუბარი ჩავწერეთ, მაგრამ სანამ ამ ჩანაწერს მოისმენდეთ, მოკლედ გაგაცნობთ ამ ფილმის პათოსს და მის გმირებს, მით უმეტეს, რომ ისინი ფილმის ჩვენების შემდეგ საუბარში მონაწილეობდნენ. ფილმი სამნაწილიანი იყო. თავდაპირველად მისმა ავტორმა ლიუბა ვაცლავოვამ მსმენელს ძალიან მოკლედ გააცნო საქართველო, მისი სილამაზე და ახლო წარსულისა და ახლანდელი პრობლემები. ფილმის ავტორები შეხვდნენ საქართველოდან ჩეხეთში წასულ ადამიანებს, რომელთაგან თითოეული თავისებურად გამოხატავს სევდას.
[შვარცის ხმა ]
თბილისიდან წასული ფრიდა შვარცი ფილმში ამბობს, რომ ის იქ დარჩებოდა, თავის მეგობრებთან და ახლობლებთან, მათსავით ცუდად იცხოვრებდა, შვილი რომ არ ჰყოლოდა - მას შვილისთვის სურს კარგი ცხოვრება. ფილმის, საქართველოდან წასული, გმირები, - მათ შორის ქართველი ან ქართულენოვანი არც ერთი არ არის, - ძირითადად, ეკონომიკურ ლტოლვილებს წარმოადგენენ, რომელთაც, უბრალოდ, რაღაც მხრივ მოსწონთ აქ ცხოვრება. ფილმზე მუშაობისას ავტორები, ჩანს, აჩქარებულან, რადგან თვით ჩეხეთშიც კი საქართველოს არაერთი მოქალაქეა, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარი ამ სახელმწიფომ მისცა. ტრაგიკულია ჩეჩნეთიდან ლტოლვილების ბედი. მასმედია, არსებითად მოსკოვის გავლენით, ჩეჩენ ხალხზე მცდარ წარმოდგენას ქმნის, რაც ჩეჩნებს თავშესაფრის მიღებას უძნელებს. ლიუბა ვაცლავოვას ფილმის გმირი ზულფეა გაძაევა ხუთი შვილის დედაა, ის თავის ბედზე ლაპარაკისას ტირილს ვერ იკავებს: [გაძაევას ხმა]
ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ამბობს, რომ მძიმეა ყველასა და ყველაფრის მიტოვება, იმათი მიტოვება, ვინც გიყვარს. მაგრამ ომმა ისინი აიძულა ჩეჩნეთი დაეტოვებინათ. ბედი ჯერ პოლონეთში სცადეს, მაგრამ იქ ვერ დაამტკიცეს, რომ ომს გამოექცნენ; შემდეგ ჩამოვიდნენ ჩეხეთში, სადაც პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. ფილმის ერთი ნაწილი ყარაბაღელ სომეხთა ოჯახს ეძღვნება. ამ ოჯახის წარმომადგენელმა მარინა სარქისიანმა, როცა ფილმის ჩვენების შემდეგ იმაზე საუბრობდნენ, არსებობს თუ არა კავკასიური ხასიათის, კავკასიელის ტიპის გაგება, თქვა, ჩვენ ლამაზი ქალები და ძლიერი მამაკაცები გვყავსო.
[მარინა სარქისიანის ხმა]
სხვა ქალბატონმა განაცხადა, რომ კავკასიელებს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვთ. ფრიდა შვარცის აზრით, კავკასიელებს ის აერთიანებს, რომ ყველა ქვეყანაში უფროსის პატივისცემა იციან.
"როქსის" კლუბში საღამოს სტუმრებისთვის მოწყობილ კუთხეთა შორის გამოირჩეოდა საქართველო, ქართული ჩოხით, ასევე ხევსურული სამოსით და ქართული საუზმეულით, რომელიც პრაღაში არსებულმა რესტორანმა "კავკასიამ" მოამზადა. ახლა დადგა დრო, პრაღაში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენელს ჯიმი დაბრუნდაშვილს მოუსმინოთ. საუბარი დავიწყეთ იმ ამოცანებით, რომელთა გადაჭრასაც ისახავს მიზნად ორგანიზაცია "ადამიანი განსაცდელში".
[დაბრუნდაშვილის ხმა]
(იხილე აუდიო ვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG