Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე მეწარმეები სალარო აპარატების შემოღებას აპროტესტებენ


პირველი მარტიდან ძალაში შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსის ახალი მუხლები, რომლის ძალითაც მკაცრდება სალარო აპარატების მოხმარების წესები.

მისი გამოყენება აუცილებელი ხდება როგორც ბაზრობებზე, ასევე ქუჩაში გამართულ გარევაჭრობის დახლებზე. ამ ახალ წესებს უამრავი საპროტესტო აქცია მოჰყვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. 28 თებერვალს კი მცირე მეწარმეები და ბაზრობების მოვაჭრეები, მათ მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. რას მოითხოვენ ისინი?

[ისმის მიტინგის ხმა]
[შალვა ნათელაშვილის ხმა]

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ასევე კონსერვატიული პარტიის ლიდერები, პარლამენტის წინ შეკრებილ მცირე მეწარმეებთან, ძირითადად კი, ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეებთან ერთად, საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შეჩერებას მოითხოვდნენ. ახალი ცვლილებების მიხედვით, მოვაჭრეს თუ მცირე მეწარმეს 1500 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება, თუ ის თუნდაც 20 თეთრიან პროდუქციას სალარო აპარატის გარეშე გაყიდის.

[აქციის მონაწილის ხმა] 1
[აქციის მონაწილის ხმა] 2

აქციის მონაწილე ამ ქალბატონის კითხვები აწუხებდათ საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ სხვა მოვაჭრეებსაც. ისინი ხელისუფლებას უპასუხოდ არ დაუტოვებია. მთავრობის წარმომადგენლებმა წინა დღეებში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ განაცხადეს, რომ უკან დახევას არ აპირებენ. ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის კომენტარი:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი.”

სალარო აპარატების შესახებ - მათ მნიშვნელობასა თუ უარყოფით მხარეზე - საუბრობდნენ საქართველოს პარლამენტშიც, სადაც, ძირითადად, მთავრობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ახალი საგადასახადო ცვლილებების ფისკალურ ეფექტზე ლაპარაკობდნენ.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”ერთადერთი გზა, რომ მოწესრიგდეს აღრიცხვიანობა....”

აღრიცხვიანობა, მართლაც, მოწესრიგდება, თუმცა, როგორც საპროტესტოდ გამოსული მოვაჭრეები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ, რადგან ვერ შეძლებენ ვერც სალარო აპარატის შეძენას და ვერც აპარატის მიერ რეგისტრირებული გადასახადების გადახდას. ისინი ფიქსირებულ გადასახადებს ითხოვენ. მათი უფლებების დამცველები კი პრობლემის სოციალურ ხასიათზე მიანიშნებენ.

[ბონდო ზარნაძის ხმა] ”მით უმეტეს, იმ ქვეყანაში...”

განაცხადა ბონდო ზარნაძემ, საქართველოს მეწარმეთა გაერთიანების თავმჯდომარემ, რადიო “თავისუფლების” დილის გადაცემაში სტუმრობისას. ჯერჯერობით ეს საკითხები ხელისუფლების მხრიდან პასუხგაუცემელი რჩება.
XS
SM
MD
LG