Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია ზაფხულში სამომხმარებლო ფასების ზრდა


საქართველოში ფასები დღითი დღე რომ საგრძნობლად იზრდება, ეს, მოსახლეობის გარდა, ერთი კვირის წინ საქართველოში სტუმრად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო

ფონდის მისიამაც კი შეამჩნია. შეგახსენებთ, რომ ფონდმა შეშფოთება გამოთქვა თითქმის 15 პროცენტიანი ინფლაციის გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდა ქმედითი ნაბიჯები გადადგას ინფლაციის შესამცირებლად. რა იწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას და ინფლაციას ზაფხულში, წლის იმ პერიოდში, როდესაც ერთიც და მეორეც ტრადიციულად კლებას უნდა განიცდიდეს?

ძნელია იპოვო ისეთი მოქალაქე, რომელიც უკმაყოფილებას არ გამოთქვამდეს
სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო:

[მოქალაქეების ხმა] ”გაძვირდა ცხოვრება და რა ფასებშიც შარშან და შარშანწინ ვყიდულობდი, იმ ფასებში ვერაფერს ვერ იყიდი... პროდუქტებზე მოემატა ფასები და ვერ ვყიდულობ ვერაფერს....”

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 18-დან 24 აგვისტომდე თბილისში ფასების ინდექსმა 100,18 პროცენტი შეადგინა. იგი ასახავს სამომხმარებლო კალათის 51 დასახელების პროდუქციასა და მომსახურების ფასების ცვლილებას. ერთი კვირით ადრე აღნიშნული მაჩვენებელი 100 %-ს ოდნავ აღემატებოდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში თბილისში ფასები, საშუალოდ, 0,18%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი კვების პროდუქტების ღირებულებამ 0,43%-ით მოიმატა, ხოლო არასასურსათო საქონელი ოდნავ - 0,08%-ით - გაიაფდა. მომსახურების ფასები უცვლელი დარჩა.

ეს ხდება წლის იმ პერიოდში, როდესაც, ტრადიციისამებრ, ფასების კლება და დეფლაცია შეიმჩნეოდა ხოლმე. წელს შემჩნეული არატრადიციული ტენდენციის მიზეზებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გვესაუბრება:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ყოველთვის კლებულობს ფასები მაისში, ივნისში...”

ეს, რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ზრდის შიდა ფაქტორებს. გარე ფაქტორები, და გაცილებით მნიშვნელოვანი, რამაც ინფლაციის დონის მკვეთრ მატებას მისცა ბიძგი, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაა. რომან გოცირიძის კომენტარი:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ინფლაცია, როგორც ვახსენე, ძირითადად, იყო საგარეო ფაქტორებით გამოწვეული...”

საქართველოს ხელისუფლება მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის 10 პროცენტამდე შემცირებას შეძლებს. შეაჩერებს თუ არა ეს სამომხმარებლო ფასების ზრდას, არავინ იცის. ექსპერტების განმარტებით, ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, რომელიც ხელს უწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაჯანსაღებას.
XS
SM
MD
LG