Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი არჩევნები რუსეთში


კვირას რუსეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, 14-დან 13 რეგიონში წარმატება მოიპოვა

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერმა პარტია "ერთიანმა რუსეთმა". მე-14-ში კი წარმატება წილად ხვდა კრემლის კიდევ ერთ მხარდამჭერს, "სამართლიან რუსეთს". ამომრჩეველთა აქტიობა დაბალი იყო. ოპოზიციური პარტიები ჩივიან, რომ ხელისუფლება მათ ხელს უშლიდა.

კენჭისყრას, რომელსაც ფედერალური პარლამენტის დეკემბრის არჩვენებისთვის მზადებად განიხილავენ, მოულოდნელობები არ მოუტანია.

გამარჯვება მოიპოვა "ერთიანმა რუსეთმა", რომელსაც კრემლი უჭერს მხარს. ასევე წარმატებული იყო არჩევნები ახალი პოლიტიკური პარტიის, "სამართლიანი რუსეთისთვის", რომელიც, მართალია, საკუთარ თავს ოპოზიციურ ძალად აცხადებს, მაგრამ აგრეთვე სარგებლობს კრემლის მხარდაჭერით.

"სამართლიანმა რუსეთმა" ერთ რეგიონში, სტავროპოლში, მოიპოვა გამარჯვება და წარმატებით გამოვიდა ბევს სხვა რეგიონში.

"ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი დარწმუნებული იყო თავისი პარტიის გამარჯვებაში.

[გრიზლოვის ხმა] "თუკი ჩვენს ფრაქციებზე, როგორც მთელზე, ვსაუბრობთ, მართლაც, 14-დან 9 სუბიექტში 50 პროცენტზე მეტი ექნება ფრაქცია "ერთიან რუსეთს". დანარჩენებში უბრალოდ უმრავლესობა გვექნება."

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი აღმოჩნდა. კენჭისყრამდე ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ აბრკოლებდნენ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და პრაქტიკულად არ აძლევდნენ საეთერო დროს კრემლის მიერ კონტროლირებად მედიაში.

ბევრს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ტექნიკური მიზეზბის გამო არ მისცეს.

მაგალითად, სანკტ პერტერბურგში ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა ოპოზიციურ პარტია "იაბლოკოს". კომისიის თანახმად, პარტიის მიერ შეგროვილი ხელმოწერების 10,5 პროცენტი ბათილად გამოცხადდა.

რუსეთის კომუნისტური პრატიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა, უკმაყოფილება გამოთქვა კენჭისყრის გამო და თქვა, რომ რუსეთში ჯერ არ ყოფილა ასეთი ბინძური არჩევნები:

[ზიუგანოვის ხმა] "ეს გენერალური რეპეტიცია გახლავთ სახელმწიფო დუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ჩვენ ხმების პარალელურ დათვლას ვაწარმოებთ."

როგორც ვარაუდობენ, არჩევნებში დარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში ეს გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეკონომიკაში წარმატებების, მედიაში დომინირების და პრეზიდენტ პუტინის პოპულარობის პირობებში კრემლის მხარდამჭერი პარტიები ამომრჩეველთა სიმპათიებს შეინარჩუნებენ.
XS
SM
MD
LG