Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინემატეკა


საქართველოში ისევ დაიწყო საუბარი კინოს მუზეუმის

- იმავე “სინემატეკის” - შექმნის აუცილებლობაზე. ამას წინათ სპეციალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს ღია წერილით, რომელშიც კინოარქივისა და კინომუზეუმის დაარსებას სთავაზობდნენ. სხვადასხვა ორგანიზაციები და ფონდები საქართველოს ფინანსურ დახმარებასაც ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა თავად გაიაზრებს კინოს მუზეუმის შექმნის აუცილებლობას. Mმაგრამ ერთია სურვილი, მეორეა იმის ცოდნა, თუ როგორი უნდა იყოს კინოს მუზეუმი. დღეს მინდა გიამბოთ ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მუზეუმზე – ბერლინის სინემატეკაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ პოტსდამის მოედანზე, სახელგანთქმული “სონიცენტრის” შენობაში, განათავსეს.

ფრანგული სინემატეკის დამაარსებელი ანრი ლანგლუა პირველი იყო, ვინც ამტკიცებდა, მუნჯი კინო არასდროს მოძველდება, მუნჯ ფილმებს მაყურებელზე ზემოქმედების განსაკუთრებული უნარი აქვთ, რომელსაც ხმოვანი კინო ვერასდროს მიაღწევსო. საფრანგეთის სინემატეკამ, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას კინოს ისტორიაში – ფრანგულ “ახალ ტალღას”. გასული საუკუნის 50-იან წლებში A”ახალი ტალღის” რეჟისორებმა ხელობა სწორედ ანრი ლანგლუას სინემატეკაში ძველი ფილმების ნახვით შეისწავლეს. ცოტა ხანში საფრანგეთს დასავლეთ გერმანიამ მიბაძა – ეგრეთ წოდებული “ახალი გერმანული კინოს” რეჟისორები წერდნენ, სინემატეკა კინოსთვის იგივეა, რაც ხელოვნების მუზეუმი – მხატვრისათვის; შეუძლებელია დაეუფლო კინოს ენას და, რაც მთავარია, გაამდიდრო ეს ენა, ძველი ფილმების ნახვის გარეშეო. დასავლეთ გერმანიის ქალაქებში პატარა, სამუზეუმო კინოთეატრების ქსელი გაიხსნა, მოგვიანებით კი, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, -ბერლინის სინემატეკა, რომელიც, შეიძლება ითქვას, პრინციპულად განსხვავდება ანრი ლანგლუას კინომუზეუმისგან.

თუკი ფრანგებისთვის კინოხელოვნება უფრო მეტად კულტურის ერთ-ერთი დარგია, პოეტური სამყარო, რომელშიც მთავარი გამომსახველობის ფორმებია, გერმანელი მეოცე საუკუნის კინოს მეოცე საუკუნის ისტორიად აღიქვამს – გერმანელისთვის კინო უფრო თვითშემეცნების ფორმაა. Aამიტომაც, განსხვავებით საფრანგეთის სინემატეკისგან, სადაც ექსპოზიცია კინოს შესაძლებლობებზე უფრო იგება, ბერლინში, “სონი ცენტრის” ცათამბჯენში, გახსნილი სინემატეკა თავიდან ბოლომდე ქრონოლოგიის პრინციპზეა აგებული - კაიზერის გერმანია, ვაიმარის რესპუბლიკა, ნაციზმის პერიოდი, ომის შემდგომი გერმანია, ორად გაყოფილი და გაერთიანებული გერმანია.

მართალია, კინოს მუზეუმი, პირველ რიგში, ექსპონატების დათვალიერებას გულისხმობს, ბერლინის სინემატეკაში მოსმენითაც იქმნება შთაბეჭდილება – ამიტომ დათვალიერების პროცესში ჩვენ დიკტოფონი ჩავრთეთ და ჩავწერეთ ხმაურები, რომელიც, სხვათა შორის, მუნჯი კინოს ეპოქასაც თან ახლავს.

[ხმა. Lლანგისა და მურნაუს დარბაზი. ხმაურები]


20-იანი წლების კინოს აქ ფრიც ლანგის “მეტროპოლისი” წარმოადგენს. მუნჯი კინოს დარბაზებში დადგმულია უზარმაზარი სვეტი მონიტორებით. Mმონიტორების ვერტიკალურ რიგში მოახლოებული კატასტროფის სახე იქმნება. Aაქვე წარმოდგენილია ბილეთები, ფილმების პლაკატები, ესკიზები, ფრაგმენტები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შევიდა ფილმში. ვაიმარის რესპუბლიკა უზარმაზარი კაბარეს შთაბეჭდილებას ტოვებს – დიახ, ისტორია კაბარეა, კარნავალია, რომელიც მოულოდნელად შეიძლება განვითარდეს და სისხლიანი ორგიით დასრულდეს.


[ “ლოლა”]

ჯოზეფ ფონ შტერნბერგის “ცისფერი ანგელოზი” გერმანელებისთვის საეტაპო ფილმია – გარდამავალი ხანის სიმბოლო. სიმბოლოა მარლენ დიტრიხიც – ბერლინის სინემატეკის მთავარი სახე. Eექსპოზიციის დრამატურგია კი ასეთია: ჩნდება მარლენი, გამოფენილია კოსტიუმები, რომელიც მას ეცვა გერმანულ ფილმებში, ისმის სიმღერები მისი შესრულებით და დამთვალიერებლის მოძრაობის მიმართულება მოულოდნელად იცვლება. Mმარლენის სახე ნაციზმის ეპოქის კინოვარსკვლავებში გადაიზრდება.

[ხმა. ნაცისტური ფილმების ხმები. Gგასართობი ფილმები]

Dაქ, ამ დარბაზიდან იწყება მთავარი, რაც ბერლინის სინემატეკას სხვა კინომუზეუმებისგან გამოარჩევს. ფაშიზმის ხანა მეტალის კარადებითაა წარმოდგენილი. Dდარბაზის კედლები თითქმის სრულიად ცარიელია – მხოლოდ ფოტოებია გამოფენილი იმ კინემატოგრაფისტებისა, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპნენ. Kკარადები კი უზარმაზარ, მძიმე უჯრებადაა დაყოფილი, როგორც გესტაპოში: გამოაღებ ამ უჯრას და იხილავ “საქმეებს” – მონიტორზე ჩნდება ნაციზმის ეპოქის ფილმები. იქმნება რეპრესიულ-ბიუროკრატიული სისტემის სახე, რომლის აღქმა თავის დახრას, ზევიდან ქვევით ყურებას მოითხოვს.

[ხმა. დოკუმენტური ფილმები ნაცისტების]

ომის შემდგომი გერმანია აღმშენებლობის სახით იქმნება. თუმცა ბერლინის სინემატეკის მესვეურებს იუმორი აქაც არ ღალატობთ – მარლენ დიტრიხი გერმანიისთვის, რომელმაც თავის დროზე მოღალატედ შერაცხა მსახიობი, ისევ ვარსკვლავი ხდება. ბილი უაილდერის ჰოლივუდურ კომედიაში “სარფიანი საქმე”, სადაც ბერლინის ბედს ახლა უკვე ამერიკელი ჯარისკაცები განაგებენ, – მარლენი მათ უმღერის, რომანსაც გააბამს ერთ ამერიკელ ოფიცერთან, მაგრამ წარსული აჩრდილივით დასდევს, – გამოირკვევა, რომ იგი ნაცისტური პარტიის წევრი და ბობოლა ნაცისტების საყვარელი იყო

[ ბილი უაილდერი, “სარფიანი საქმე”]

Dდიახ, ტოტალიტარული წარსულისგან განთავისუფლება ბერლინის სინემატეკის, შეიძლება ითქვას, “მთავარი იდეაა”. ინტერაქტიული ხასიათის ექსპოზიცია, წარმოდგენილი უზარმაზარ მონიტორებში, ისტორიის ფსიქოანალზს ჰგავს. Mმაგრამ ეს ანალიზი, კინოექსპონატების დახმარებით, დამთვალიერებელმა თავად უნდა ჩაატაროს. ჩვეულებრივ მუზეუმში ექსპონატებს ხელით ვერ შეეხები, აქ კი სრული თავისუფლებაა. Bბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ ექსპონატებთან, დააყენონ შუქი, გაასწორონ ფოკუსი – ე.ი. “გაასწორონ ისტორია”. შეიძლება სწორედ ამას ცდილობდნენ “ახალი გერმანული კინოს” ლიდერები, რომელთა ნამუშევრებით სრულდება დამთვალიერებლის “გზა” ბერლინის სინემატეკაში. Kკინო აქ დროის მუმიფიცირებას მიმართავს, მაგრამ არ კლავს დროს - კინო, დამთვალიერებელთან ერთად, აცოცხლებს ისტორიის გაყინულ კადრს, რათა ადამიანმა წარსულის შეცდომები აღარ გაიმეოროს. ესაა კინოს მუზეუმის იდეა და ამ იდეას უნდა დაეყრდნონ, ალბათ, იმ სინემატეკის მესვეურები, რომელთაც ტოტალიტარულ ეპოქაში მოუხდათ ცხოვრება. მათ შორის - საქართველოში, სადაც ისევ დაიწყო საუბარი სინემატეკის შექმნის აუცილებლობაზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG