Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ფინეთში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. მან მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ტარია ჰალონენთან. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იქნებოდა. რუსეთს ”ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის პროექტში ფინეთის მხარდაჭერა სჭირდება. აღნიშნული გეგმით, რუსეთი აპირებს გაზსადენის გაყვანას რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედვედევმა განაცხადა: ”ჩვენ ვთვლით, რომ პროექტი ”ჩრდილოეთის ნაკადი” აბსოლუტურად მომგებიანია ევროპისთვის მთლიანად და კონტინენტის ცალკეული სახელმწიფოებისთვის, ამიტომ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას”. სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, მედვედევთან შეხვედრის შემდეგ ფინეთის პრეზიდენტს ცალსახა მხარდაჭერა არ გამოუთქვამს პროექტის მიმართ და განაცხადა: ”ამ პროექტს მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით ვუდგებით. თუკი შესაძლებელია მისი ეკოლოგიურად უსაფრთხოდ აშენება, ესე იგი, ეს კარგი წამოწყებაა”, - აღუნიშნავს ტარია ჰალონენს.
XS
SM
MD
LG