Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ცუცქირიძე


1 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, საეთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი. რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებთან საზღვრების ერთობლივად დაცვის შესახებ შეთანხმებებს აფორმებს და საქართველოს ადანაშაულებს ომის შემდგომი შეთანხმებების დარღვევასა და ”რემილიტარიზაციის კურსის” გამო. დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბრის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს. დასავლეთის მიდგომას რუსეთი კვლავ ქმედებით პასუხობს. ლევან ცუცქირიძე თვლის, რომ რუსეთი ტრადიციულ პოლიტიკას აგრძელებს. ის ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისა და მოქმედების ლეგიტიმიზაციას. ”საერთაშორისო პოლიტიკაში ძალა აღმართს ხნავს” - აცხადებს ცუცქირიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში. ის თვლის, რომ ნატოს წვრთნების ჩატარება საქართველოში გამართლებულია და ეს არ ქმნის რაიმე სერიოზულ რისკებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG