Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს


მოსასმენი აპარატურა რომელიც ნაპოვნი იქნა "საქართველოს გზის" ოფისში
მოსასმენი აპარატურა რომელიც ნაპოვნი იქნა "საქართველოს გზის" ოფისში
კონსერვატიული პარტიის და "საქართველოს გზის" ლიდერებმა, რომლებმაც მათ ოფისებში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს, დღეს მოითხოვეს თანამდებობიდან შს-თა მინისტრის გადადგომა. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მათ ოფისში, პარტია "საქართველოს გზის" მსგავსად, მოსასმენი აპარატურები აღმოჩენილია პარტიის თავმჯდომარის და გენერალური მდივნის სამუშაო ოთახში და საკონფერენციო დარბაზში. ოპოზიციის ლიდერები პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებენ და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

შსს-ს განცხადებით, „საქართველოს გზის“ და კონსერვატიული პარტიის ოფისებში აღმოჩენილი მოწყობილობა სპეციალურ ტექნიკას არ წარმოადგენს და მას სპეცსამსახურები უკვე 6 წელია აღარ იყენებენ. სამინისტროს განმარტებით, მსგავსი მოწყობილობის შეძენა ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, რადგან სპეციალური ლიცენზია საჭირო არ არის. „ეს გარემოება საქმის გამოძიებას ართულებს, თუმცა, სამართალდამცავები დეტალების დასადგენად მუშაობენ და დამატებითი ინფორმაცია, მოპოვების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება“ - ნათქვამია საქართველოს შსს-ს დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG