Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმარი: პაატა იმნაძე


პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
30 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა მენინგოკოკური მენინგიტის შესახებ. იმნაძის თქმით, საქართველოში მენინგოკოკცემიის (მენინგოკოკური ინფექციის ყველაზე მძიმე ფორმა), საშუალოდ, 35 შემთხვევაა წელიწადში. 1990-იან წლებში საქართველოში იყო მატება და იყო წლები, როცა 70-მდე შემთხვევაც კი აღირიცხა. შარშან 33 შემთხვევა იყო. წელს 27 ადამიანი დაავადდა. დაავადების აქტიური სეზონი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდეა. დაავადებას ახასიათებს მატარებლობა. საქართველოში მოსახლეობის ერთი პროცენტი არის ბაქტერიის მატარებელი. 100-დან 99 ადამიანი ვერც კი გრძნობს, რომ ბაქტერიის მატარებელია, 9-ს შეიძლება გაციების სიმპტომები გამოუვლინდეს, ერთი კი შეიძლება დაავადდეს მენინგოკოკური მენინგიტით ან მენინგოკოკცემიის ფორმით. იმნაძის თქმით, შეუძლებელია იმის დადგენა, ვინ იქნება ის ერთი. ”მთავარი არის ექიმისთვის დროულად მიმართვა” - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და დაავადების პირველად სიმპტომებს შორის ჩამოთვლის მაღალ სიცხეს, ძლიერი თავის ტკივილს, კისრის კუნთების დაძაბულობას (როცა პაციენტს უჭირს თავის მოძრაობა, არ შეუძლია ნიკაპით მკერდს მიწვდეს) და გულის რევის შეგრძნებას. მენინგოკოკცემიისთვის დამახასიათებელია სისხლჩაქცევებიანი ვარსკვლავისებური გამონაყარი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG