Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა ნიკოლაიშვილი


გელა ნიკოლაიშვილი

გელა ნიკოლაიშვილი

1 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. მან ისაუბრა ახალ პროექტზე - ”ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”, რომელშიც ის ”სახალხო ბრალმდებლის” როლში იქნება. მისი თქმით, პირდაპირ ეთერში მოხდება ცალკეული საქმის განხილვა. მართალია, ”სახალხო სასამართლოს” ვერდიქტს იურიდიული ძალა არ ექნება და, როგორც ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, ის უფრო მორალურ დატვირთვას ატარებს, მაგრამ მასზე წარდგენილი მტკიცებულებები იქნება ნამდვილი. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს ილუზია, რომ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში, თუმცა, ეს სასურველია. თუკი ხელისუფლების წარმომადგენელი თავად არ წარდგება პროცესზე და არ წარადგენს სასურველ ადვოკატს, ხელისუფლების ინტერესებს თითოეულ პროცესზე დაიცავს პროფესიონალი ადვოკატი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა. ტელე-პროექტის დაწყება ”მაესტროს” ეთერში თებერვლისთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG