Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი: სააკაშვილს რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო ძაფების გაწყვეტა სურს


ზურაბ ნოღაიდელი პუტინთან შეხვედრაზე
ზურაბ ნოღაიდელი პუტინთან შეხვედრაზე
23 დეკემბერს პარტიის - „სამართლიანი საქართველოსთვის“ - ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტია „ედინაია როსიის“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა შეხვედრის დასაწყისის სტენოგრამა. ჩანაწერის მიხედვით, საუბრის ეს ნაწილი ძირითადად დაეთმო ქუთაისში 19 დეკემბერს აფეთქებული „დიდების მემორიალის“ აღდგენის საკითხს.

პუტინმა განაცხადა: „ედინაია როსია“ იყო ამ იდეის (დანგრეული ძეგლის აღდგენის) რეალიზაციის ინიციატორი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ იდეას მხარს დაუჭერენ რუსეთის სხვა პოლიტიკური ძალებიც. ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ქვეყნის საზოგადოებრიობა ამას დადებითად გამოეხმაუროს. ამასთან, ეს შეიძლებოდა ქცეულიყო დიალოგის მოედნად, თუ სახელმწიფო უწყებების ხაზით არა, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხაზით მაინც. საქართველოში ცხოვრობს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი, ამ ძეგლის ავტორი. მე მადლობელი ვარ, რომ მან საჯაროდ უკვე დაუჭირა მხარი ძეგლის მოსკოვში აღდგენის იდეას. ამასთან, შესანიშნავად მესმის, რომ თბილისის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან მასზე იქნება ზეწოლა. ამიტომ არ ვაპირებთ, მას ავკიდოთ ამ სამუშაოს საბოლოო შედეგისთვის პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი. ვიმუშავებთ დამოუკიდებლად, თუმცა, რასაკვირველია, იმედს ვამყარებთ მისგან დახმარებასა და მხარდაჭერაზე“ - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა 23 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე.

რადიო თავისუფლების თხოვნაზე, საკუთარი პოზიცია გამოეხატა „დიდების მემორიალის“ მოსკოვში აღდგენის წინადადების მიმართ, მერაბ ბერძენიშვილმა უარი განაცხადა.
XS
SM
MD
LG