Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: კობა დავითაშვილი


კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი

29 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კობა დავითაშვილი, ”ხალხის პარტიის” ლიდერი, პრაიმერის ინიციატორთა ”სამეულის” წარმომადგენელი, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი. საუბრის თემა იყო - პრაიმერის ამოცანა და ის, თუ რამდენად იქნება შესაძლებელია პრაიმერის გზით ოპოზიციის ერთიანობის მიღწევა. დავითაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ოპოზიციამ თავად უნდა შეძლოს დემოკრატიული გზით აირჩიოს მერობის კანდიდატი. ის თვლის, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, ვინც პრაიმერს სკეპტიკურად უყურებს, არ გამოდის რაიმე კონკრეტული ინიციატივით ოპოზიციის კანდიდატთა შორის რჩეულის გამოსავლენად.
XS
SM
MD
LG