Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჩხეიძე


გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

6 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშზე - ”აგვისტოს ნანგრევებში”. ეს ნაშრომი ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევას. ანგარიშის სამუშაო ვერსია მიმდინარე წლის თებერვალში გადაეცა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს. ჩხეიძე ამბობს, რომ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციები ომის დღეებში შეუდგნენ და მტკიცებულებების შეგროვება ამ ანგარიშის გამოქვეყნებით არ სრულდება. გიორგი ჩხეიძის თქმით, ავტორების მთავარი ამოცანა იყო ყველა საშუალებით გადამოწმებულიყო ინფორმაცია, რომელიც ანგარიშში შევიდოდა. რესპონდენტთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის ის ნაწილი, რომლის გადამოწებაც ვერ მოხერხდა, ანგარიშში არ შესულა.
XS
SM
MD
LG