Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ნარმანია


დავით ნარმანია, ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი

დავით ნარმანია, ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი

7 ივლისს, დილის ეთერის სტუმარი იყო ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. კვლავ აქტუალური ხდება მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გასხვისება და გაყიდვა. გუშინ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს სთხოვა, კანონპროექტი "სახელმწიფო ქონების შესახებ," მეორე მოსმენით ჯერჯერობით არ განიხილოს. ამ პროექტის მიხედვით, მაგისტრალური გაზსადენი აღარ იქნება იმ ობიექტების ნუსხაში, რომელთა პრივატიზაცია დაუშვებელია. აღნიშნულ თემას პარლამენტში მწვავე დებატები მოჰყვა. რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის მაგისტრალური გაზსადენის გასხვისება, გაყიდვა? - სწორედ ეს გახლდათ დავით ნარმანიასთან საუბრის ძირითადი თემა. ”მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, იმ ქვეყანაში, სადაც ნავთობსადენები და გაზსადენებია, ქვეყანა ყოველთვის უფრო მეტად არის უზრუნველყოფილი აგრესიისაგან”, - ამბობს ნარმანია. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად მედიის, ექსპერტების, თითოეული მოქალაქის ვალია, რომ იყოს აქტიური, რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების შემთხვევაში, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური საფრთხეები საკმაოდ დიდია.
XS
SM
MD
LG