Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინა ხატისკაცი


ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი

ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი

12 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი. მან ილაპარაკა 7 ივლისს მესტიაში თანხის გამოძალვის ბრალდებით რამდენიმე პირის, მათ შორის - საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის დაკავების შესახებ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდმა” და ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ისინი მათ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გამოთქვამენ ეჭვს, რომ ნავერიანის დაკავება ”შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს”. გარდა ამისა, ნინა ხატისკაცმა ილაპარაკა ზოგადად, საქართველოს მთიან რაიონებში მიწების იურიდიულად დაკანონების პრობლემაზე.
XS
SM
MD
LG