Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოსვლა ფასიანია


ადმინისტრაციული საზღვარი, ენგურის ცენტრალურ ხიდი
ადმინისტრაციული საზღვარი, ენგურის ცენტრალურ ხიდი
ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა ადგილობრივებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ერთჯერადი ფასიანი საშვი, რომელიც 100 რუსული რუბლი ღირს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მას შემდეგ შემოიღო, რაც გასული კვირეების განმავლობაში ენგურის ცენტრალური ხიდი ჩაკეტა და მოქალაქეებმა ე.წ. შემოვლითი გზებით გადაადგილება დაიწყეს.

რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტების ინფორმაციით, ფასიან ერთჯერად საშვებს მხოლოდ გალის აფხაზურ მილიციაში გასცემენ, რაც მოსახლეობისთვის დამატებით პრობლემას წარმოადგენს.

ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილების აღდგენის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ის ოთხი ე.წ. შემოვლითი გზა ჩაკეტა, რომელიც გასულ წელს თავად დააკანონა.

ფიჩორი-განმუხურის, ოტობაია-ორსანტიის, ნაბაკევი-ხურჩისა და საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები იტყობინებიან, ამ დრომდე რუსი მესაზღვრეები მკაცრად აკონტროლებენ.

საბერიოელი მამაკაცის ცნობით, რომელიც სამეგრელოში ცენტრალური ხიდის გავლით გადმოვიდა, ადმინისტრაციულ საზღვარზე ეფ-ეს-ბე-ს ჯარისკაცების განთავსების შემდეგ გახშირდა ინციდენტები მოქალაქეთა დაკავების მხრივ.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში უკვირთ, რომ ამ დრომდე ენგურის ხიდზე მიმოსვლას მხოლოდ აფხაზი მესაზღვრეები აკონტროლებენ, ”რადგან ეფ-ეს-ბე-ს გენერალიტეტის მოთხოვნით აფხაზი სამხედროები აგვისტოს მოვლენების შემდეგ ადმნისტრაციული საზღვრის მთელი პერიმეტრიდან გაიყვანეს”, - ამბობს თორნიკე კილანავა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი ზუგდიდში.
XS
SM
MD
LG