Accessibility links

logo-print

134 სოფელი…


სოფელ ჯავას ტოვებენ ადგილობრივები, 2008 წლის აგვისტო

სოფელ ჯავას ტოვებენ ადგილობრივები, 2008 წლის აგვისტო

თბილისში 8 აგვისტოს, ომის ორი წლის თავზე, მცირე აქცია მოეწყო.მოქალაქეებმა რუსთაველიდან პარლამენტამდე ტრანსპარანტები ჩაატარეს იმ სოფლების სახელებით, რომლებიც კონფლიქტის ზონაში კონტროლს მიღმააა.

შუადღის ორი საათია, ჰაერი ცხელია, ფილტვებში სუნთქვის დროს სითბოს რომ გრძნობ, ბევრს რომ არ მოძრაობ, სხეული რომ დაინდო - მოკლედ, ისეთი სიცხეა… მზეში, ალბათ, ორმოცს სცდება, ცელსიუსით… და მტვერი, თბილისის განუყოფელი ნაწილი. არა, მტვერი ნაკლებია. ქალაქი თითქმის ცარიელია. ნაკლები მანქანა, ნაკლები ცვეთა... გავლილი ნახმარი მანქანის საკვამური და ეს სიცხე… 40-მდე ადამიანი რუსთაველის ძეგლის უკან, რამდენიმე ბებერი ნაძვის ჩრდილში, მისიისთვის ემზადება:

”ვაპროტესტებთ დაკარგულ ტერიტორიებს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ბრალი.”

თვალი მოვკარი ახალგაზრდა ბიჭს, ხელში მსხვილი თოკით ნაქსოვი მარყუჟი უჭირავს, ცხრათვლიანი…

”თუ გაქვს ბაწარი, მომეცი, კიდევ გავაკეთებ.”

არა, გმადლობთ, სხვა დროს იყოს, არა, ან საერთოდაც… მარყუჟს სხვისთვის, ალბათ, მარტო აქ ვქსოვთ? არა, რატომ?… გილიოტინა… თუმცა ეს შუა საუკუნეებში არ იყო?…. მოკლედ… ხალხი დგას, დგას, დგას... ჩრდილია. თუმცა კომფორტი უნდა დაირღვეს, მისია უნდა შესრულდეს… ეს ხალხი მზით გაჟღენთილ რუსთაველს უნდა გაუყვეს.

”პირველი ზოლი დაიკავეთ.”

ეს უკვე რუსთაველია, სამანქანო გზის პირველ ხაზში მივდივართ, აი იმ ხაზში, ნელა რომ დადის მანქანა… პარლამენტისკენ მივდივართ, გზაში მანქანა მოგვადგა, ტრანსპარანტებით დატვირთული… ტრანსპარანტები ორგანიზებულად მანქანიდან მოქალაქეების ხელში აღმოჩნდა…

ტრანსპარანტებზე ვკითხულობთ: ”გახსოვდეს ალევი, გახსოვდეს არკნეთი, გახსოვდეს ძარცემი…”
134 სოფელიაო, სულ, მითხრეს. არ დამითვლია, ხალხი მაგდენი რამდენად იყო... შეიძლება იყო კიდევაც...

„პრეზიდენტი რომ ამბობს, სულ ორი თუ სამი სოფელი დავკარგეთო, ეგრე არ არის. 134 სოფლის სახელი გვეჭირა ხელში, რომლებიც დაიკარგა იმ ომის დროს.”

ისე, პრეზიდენტი აქციაზე ჩვენთანაა, მისი სურათი მიუძღვება ყველაფერს. კადრი გახსოვთ, ალბათ, კამერების წინ გაქცევის… ხო, სურათი, სადაც პრეზიდენტი წევს, დაცვა ზევიდან ეფარება, ქვევით წერია „მიშა მაგარია“…

მოკლედ, მივდივართ. მზე ზენიტს უახლოვდება… ყველაზე ცოდო ოპერატორები არიან. ისე, ერთი იმდენი ჟურნალისტია, ზოგადად, რამდენიც აქციაზე ხალხი. აი, ოპერატორები… ხალხი თუ ნელი სვლით მიიკვლევს გახურებული ჰაერის ნაკადს, ოპერატორებმა ეს ტალღები მძიმე კამერით უნდა გაირბინონ, გაჩერდნენ და მოსიარულე ხალხს სხვადასხვა რაკურსით კადრი გადაუღონ…

ისე, ცივილიზებულია ზომები - მანძილს ვგულისხმობ, საოცარ სიცხეში გასავლელს, რუსთაველიდან პარლამენტამდე მანძილს… პარლამენტთან ვჩერდებით.

”ახლა გადავალთ ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც გველოდება მანქანა ამ ტრანსპარანტების ჩასაწყობად და ამის შემდეგ შევალთ ეკლესიაში და დავანთებთ სანთლებს.”

ასე დასრულდა ეს ორსაათიანი აქცია… არა, დაშლამდე - ტაძარში სანთლები…

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG