Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეფ გედმინს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა


ჯეფ გედმინი თსუ-ში
ჯეფ გედმინი თსუ-ში
რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტს, ჯეფ გედმინს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. „არ არსებობს თავისუფლება თავისუფალი მედიის გარეშე. თავისუფალ პრესას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის,“ თქვა გედმინმა ორასამდე სტუდენტისა და პედაგოგების წინაშე გამოსვლისას. მან ისაუბრა სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის მშენებლობის პრობლემებზე. იგი შეეხო თავისუფალი პრესის როლს და რადიო თავისუფლების ისტორიულ წვლილს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთა შორის არიან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნებ ბჟეზინსკი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი და გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს-გალი. საქართველოში ვიზიტისას ჯეფ გედმინს თან ახლავან მაუწყებელთა მმართველი საბჭოს ორი წევრი, დენის მულჰაუპტი და ვიქტორ ეში.
XS
SM
MD
LG