Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში ისევ მოეწყო საჰაერო თავდასხმები


ლიბია
ლიბია
ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარებმა ისევ განახორციელეს საჰაერო იერიშები მეამბოხეების პოზიციებზე. თვითმხილველების ცნობით, დარტყმები მიმართული იყო ქალაქ ბრეგის აეროპორტისა და ახლოს მდებარე ქალაქ აჯდაბიაში მეამბოხეების წინააღმდეგ. რეიდები განხორციელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მეამბოხეების ძალებმა მოიგერიეს კადაფის მომხრეების რამდენიმე იერიში ბრეგის ნავთობტერმინალზე კონტროლის აღსადგენად. ძალადობის შედეგად მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისია ლიბია-ტუნისის საზღვარზე, სადაც ათიათასობით ადამიანია თავმოყრილი.
XS
SM
MD
LG