Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი მოუწოდებს ირანს უპასუხოს გაეროს ბრალდებებს


ჰილარი კლინტონი აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე

ჰილარი კლინტონი აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, დღის განმავლობაში უპასუხოს გაეროს ატომური ენერგიის შემსწავლელი სააგენტოს ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ირანი აწარმოებს სამუშაოებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ჰავაიზე აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, კლინტონმა პარასკევს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია კონსულტაციებს მართავს მოკავშირეებთან, ბირთვული პრობლემის მოსაგვარებლად თეირანზე ზეწოლის შემდგომი ზომების თაობაზე. კვირის დასაწყისში, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ირანს დაწყებული აქვს სამუშაოები ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე და შესაძლოა კვლავაც აწარმოებდეს საკვლევაძიებო სამუშაოებს. ირანმა, რომელიც უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას, დაგმო გაეროს ანგარიში, თუმცა დღემდე არ გაუცია დეტალური პასუხი სააგენტოს ბრალდებებზე.
XS
SM
MD
LG