28 დეკემბერს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა მიიღო კანონი ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”. ეს კანონი არ არის ერთადერთი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებასთან. კონკრეტულად ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონთან მიმართებით ჯერ კიდევ წელიწადზე მეტი ხნის წინ, მის პროექტზე მუშაობის პროცესში ჰქონდათ შენიშვნები არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეშფოთების ერთ-ერთ მთავარ საგნად დღესაც ამ მეტად სენსიტიური სფეროს მარეგულირებელი კანონის ბუნდოვანება რჩება. ნინო გელაშვილმა საკითხზე სასაუბროდ თბილისის სტუდიაში მიიწვია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვახუშტი მენაბდე და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1