Accessibility links

logo-print
ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში “კარდაკარის” წევრებისთვის ტრენინგები დაიწყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადამზადებული ტრენერები რამდენიმე საათის მანძილზე მსმენელებს “კარდაკარის” წესებს, უფლებებსა და მოვალეობებს აცნობენ. ტრენინგები დღეში 2-ჯერ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში ტარდება. “კარდაკარის” წევრობისთვის რეგისტრაცია 1500-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. საბოლოოდ, რეგიონის მასშტაბით, 544, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი 112 ადამიანი შეირჩა. ტრენინგები ბორჯომსა და ნინოწმინდაში 4 აპრილიდან დაიწყება, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტში კი უკვე ჩატარდა. “კარდაკარის” პრინციპით ცესკოს მიერ მოწოდებული სიების გადამოწმება 20 აპრილიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გასტანს. “კარდაკარის” წევრები გაწეული შრომისათვის ანაზღაურებას ერთჯერადად მიიღებენ 187 ლარის ოდენობით.
XS
SM
MD
LG