აქცია საპატრიარქოსთან
20 ოქტომბერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ. ოციოდე აქტივისტმა გააპროტესტა პატრიარქის საკვირაო ქადაგება, რომლის დროსაც პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა: „დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში... მინდა მოგმართოთ ყველას, მინდა მივმართო მათ, ვინც წასულია, ვინც უცხოეთშია, დაბრუნდნენ სახლში“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიგრანტი ქალები საზღვარგარეთ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო წავიდნენ და ისინი ხშირად ოჯახების ერთადერთი მარჩენლები არიან. შეკრებილების თქმით, მსგავსი განცხადებები ქალების დისკრიმინაციაა.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით