Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის ჩრდილოეთში შიმშილი გარდაუვალია, ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც გაერო უჭერს მხარს


პალესტინელები საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკის ისრაელის არმიის მიერ დაბომბვის შემდეგ. 16 მარტი, 2024 წელი. რეგიონში მარტიდან მაისამდე შიმშილის დაწყებას ელიან.
პალესტინელები საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკის ისრაელის არმიის მიერ დაბომბვის შემდეგ. 16 მარტი, 2024 წელი. რეგიონში მარტიდან მაისამდე შიმშილის დაწყებას ელიან.

ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს დაწყებული ომის განმავლობაში, რომელმაც გაანადგურა პალესტინელების ტერიტორია, შეიწირა ათასობით ადამიანი და გაწყვიტა მომარაგება, შიმშილი გარდაუვალია და სავარაუდოდ, ეს უახლოეს ორ თვეში მოხდება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, ნათქვამია 18 მარტს გავრცელებულ ანგარიშში, რომელიც გაეროს მხარდაჭერით მზადდება. კვების უსაფრთხოების ფაზების ინტეგრირებული კლასიფიკაციის (IPC) მონაცემებით, რომელიც Reuters-ს მოჰყავს, ალყაში მოქცეული მთელი რეგიონის მასშტაბით, "კატასტროფული შიმშილის" საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვი 1,1 მილიონამდე გაიზარდა, რაც მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, ნათქვამია IPC-ის ანგარიშში. "შიმშილი ... დაიწყება სავარაუდო პერიოდის განმავლობაში, 2024 წლის მარტის შუა რიცხვებიდან 2024 წლის მაისამდე", - ნათქვამია ანგარიშში.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ჰამასის შეჭრის შემდეგ, რასაც 1200 პირი ემსხვერპლა და 240 ადამიანის გატაცება მოჰყვა, ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია - ღაზის სექტორს ალყა შემოარტყა და ასიათასობით ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამ ათეულ ათასს გასცდა, რეგიონი განიცდის კვების და სხვა პროდუქტების სრულ დეფიციტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG