Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ომში ყველა თავისი მიზნის ერთგულია - ბენიამინ ნეთანიაჰუ


18 მარტის სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, უთხრა, რომ "ისრაელი ომში ყველა მიზნის მიღწევის ერთგულია".
18 მარტის სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, უთხრა, რომ "ისრაელი ომში ყველა მიზნის მიღწევის ერთგულია".

ისრაელი ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი - რ.თ.) წინააღმდეგ ომში ყველა თავისი მიზნის მიღწევის ერთგულია - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. სატელეფონო საუბარი მათ შორის შედგა 18 მარტს, ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შეამსუბუქოს თავისი ოპერაციები ღაზაში.

თავიანთი პირველი სატელეფონო საუბრისას, რომელიც შედგა ბოლო თითქმის ერთ თვეში, როცა ბაიდენი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს მშვიდობიან მოსახლეობაზე ომის ზეგავლენაზე, ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ "ისრაელი ომში ყველა მიზნის მიღწევის ერთგულია".

ნეთანიაჰუმ მიზნებად დაასახელა ჰამასის ლიკვიდაცია, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ "ღაზა აღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის".

მან ასევე გამოყო "არსებითი ჰუმანიტარული დახმარების" უზრუნველყოფა, რომელიც "ხელს უწყობს ამ მიზნების მიღწევას". ნეთანიაჰუმ და ბაიდენმა ბოლოს 15 თებერვალს ისაუბრეს. ისრაელის ლიდერმა უარყო ზეწოლა ვაშინგტონის მხრიდან და ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ისრაელი განახორციელებს შეტევის გეგმას ჰამასის გასანადგურებლად ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, სადაც დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი აფარებს თავს.

ისრაელმა ღაზის სექტორის ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო სახმელეთო შეტევასთან ერთად 7 ოქტომბერს, ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც, AFP-ს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1160 ადამიანი დაიღუპა ისრაელში, უმეტესად მშვიდობიანი მცხოვრებლები.

ჰამასმა და სხვა დაჯგუფებებმა ასევე აიყვანეს მძევლები, რომელთაგან დაახლოებით 130, ისრაელის ვარაუდით, კვლავ ღაზაში რჩება, 33 ადამიანი, სავარაუდოდ, დაღუპულია.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი მართავს, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 32 000 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად - ქალები და ბავშვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG