Accessibility links

logo-print

ვარძიაში ბერების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები აღმოაჩინეს


ვარძია

ვარძია

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, არქეოლოგებმა ბერების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, ეს ნაგებობები სამონასტრო კომპლექსზე საუკუნე-ნახევრით ადრე შეიქმნა.

სპეციალისტები ისტორიული ძეგლის დასავლეთის მხარეს ამ დრომდე მუშაობენ. საიტმენეჯერ ვანო ზაზაძის თქმით, ათეულობით ოთახი უკვე გასუფთავებულია.

"გასულ წელს დაიწყო მისი გასუფთავება, აღდგა. ნაწილობრივ ათეულობით ოთახი უკვე გასუფთავებულია, მაგრამ ჩამოსული ტურისტები ამ ადგილს ვერ ნახულობენ. მხოლოდ სურათებს ათვალიერებენ. ათეულობით ოთახია დამატებული დასავლეთის მხრიდან. ბერების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახებია. რადგან ვარძია ფართოვდება და ბევრი ოთახი მიწისგან თავისუფლდება, ეს ტურისტებზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაბამისად, მნახველთა ნაკადიც მომატებულია“, – აბობს ვანო ზაზაძე.

მიწის ქვეშ იყო მანამდე მოქცეული. აგერ აღმოჩნდა, რომ აქ არის თონე, საცეცხლურები.. იქითაც ახლა გამოჩნდა ფრაგმენტი, რომ შიგ ოთახი არის... სავარაუდოდ, ეს უკვე სამეურნეო დანიშნულების ოთახია. აქ კი რაც მოჩანს, კლდოვანი მასა, სავარაუდოდ, მანდაც ოთახებია...

​ახლადაღმოჩენილი ტერიტორიის მონახულების სურვილი ტურისტებმა და ვიზიტორებმა უკვე გამოთქვეს, თუმცა გაუმართავი ინფრასტრუქტურისა და მიმდინარე სამუშაოების გამო აღმოჩენის დათვალიერება ჯერჯერობით შეუძლებელია. რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული ტურისტები ვარძიის არქიტექტურით გაოცებულნი არიან.

"რუსეთიდან, მოსკოვიდან ჩამოვედი. ძალიან მომეწონა საქართველო, სტუმართმოყვარე ხალხია, ბუნება გადასარევია, ვარძია ძალიან საინტერესოა. სპეციალურად მის სანახავად ჩამოვედით. ყველაზე მეტად მზიანი საქართველო გვახარებს“, – ამბობს ნატალია გუსარევა.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საქართველოში ყველგან ანგელოზი გეგებება, ყველა თითქოს სულიერი ადამიანია. სიმღერაც გინდება, ცეკვაც, ჭამაც, დალევაც... კიდეც გემღერება და გეცეკვება... ჩვენ ყველაფერი მოვასწარით“, – აღნიშნავს სერგეი ლეტაევი.

რუსეთიდან საქართველოს გასაცნობად ჩამოსულ ვლადიმირ ნურენკოვს ქვეყანა მოსწონს. ამბობს, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, მაღალი არქიტექტურითა და მშენებელთა შრომისმოყვარეობით, მნახველთა აღტაცებას იწვევს.

ვარძია

ვარძია

"მონაზვნების უზარმაზარი შრომაა აქ ჩადებული. ბევრი ასწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ძეგლი აშენდა. როგორი საცხოვრებელი პირობებია, როგორ აგროვებდნენ წყალს, პრაქტიკულად ეს ყველაფერი დღეს შეუძლებელია გააკეთო. როგორ ააშენეს აქ გზა, როგორ დადიოდნენ... როგორც მშენებელი, ვამბობ, რომ დღეს წარმოუდგენელია ვინმემ ამის გაკეთება შეძლოს. ძალიან მომწონს“, – ამბობს ვლადიმერ ნურენკოვი.

ვარძიის კომპლექსის დასავლეთი მხარე, სადაც ახლა სპეციალისტები მუშაობენ, 1883 წლის მიწისძვრის დროს ჩამოინგრა და ოთახების დიდი ნაწილი მიწის ქვეშ მოყვა.

"ჩვენ, თანამშრომლები, ვასუფთავებთ ამას. მიწის ქვეშ იყო მანამდე მოქცეული. აგერ აღმოჩნდა, რომ აქ არის თონე, საცეცხლურები.. იქითაც ახლა გამოჩნდა ფრაგმენტი, რომ შიგ ოთახი არის... სავარაუდოდ, ეს უკვე სამეურნეო დანიშნულების ოთახია. აქ კი რაც მოჩანს, კლდოვანი მასა, სავარაუდოდ, მანდაც ოთახებია“, – განმარტავს ვანო ზაზაძე.

პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. სამუშაოები ოთხწლიანია და იგი აღნიშნული ფართობის სრულ გასუფთავებას გულისხმობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG