Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კიდევ ექვსი თვით გაუგრძელოს სანქციები რუსეთის კომპანიებსა და კერძო პირებს, ასევე უკრაინელ სეპარატისტებს. ბრიუსელი ამ გზით ცდილობს, შეინარჩუნოს მოსკოვზე ზეწოლა და აიძულოს ის, შეასრულოს მინსკის საზავო შეთანხმების პირობები. გადაწყვეტილება 2 სექტემბერს იქნა მიღებული და მას სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა მოაწერონ ხელი მინისტრებმა.

აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას 15 სექტემბერს გასდის ვადა. სანქციები ვრცელდება 150 პირზე, მათ შორის, რუსეთის მაღალი რანგის მრჩევლებზე, კანონმდებლებსა და უკრაინელი სეპარატისტების ლიდერებზე. სიაში არის ასევე 37 ფირმა და სხვა დაწესებულება. მათ შორისაა ის 13 დაწესებულება, რომლებსაც მოსკოვმა გაუკეთა კონფისკაცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების დროს 2014 წლის მარტში, ან რომლებმაც მოგება ნახეს მოსკოვის ამ ქმედებით.

ევროკავშირმა სანქციები პირველად 2014 წელს დაუწესა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის პასუხისმგებელ პირებსა და ორგანიზაციებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG