Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი აბაშიშვილი


გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილი

27 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი აბაშიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიაუნის ეკონომიკური კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ლარის ბოლოდროინდელი გაიაფების სავარაუდო მიზეზებზე. აბაშიშვილი არ თვლის, რომ ამჟამინდელი გაიაფების ხარისხი საგანგაშოა. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ლარის გაიაფების შეყოვნების ბერკეტები. თუმცა, მისი აზრით, ხელისუფლებამ - ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა მეტად უნდა განმარტონ ლარის გაიაფების მიზეზები და ისიც, თუ რატომ არ უშლიან ხელს ამ პროცესს.
XS
SM
MD
LG