ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი საქართველოსთვის კვლავაც შეუსრულებელ ამოცანად რჩება. რეფორმა არაერთი წელია მიმდინარეობს. ექსპერტები თვლიან, რომ მისი არაეფექტიანობა არათანმიმდევრულობით და გრძელვადიანი პოლიტიკის არარსებობითაც არის განპირობებული. ჯანდაცვის სფეროს განვითარების შემაფერხებელ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ლაპარაკობენ ჩვენი სადისკუსიო რუბრიკის სტუმრები: მარინა კვაჭაძე, ასოციაციის - “უფლება ჯანმრთელობაზე” - ხელმძღვანელი, “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” პროფესორი და ნანა ზავრადაშვილი, ფსიქიატრი, კოალიციის - “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში” - აღმასრულებელი დირექტორი. საუბარს ნინო გელაშვილი უძღვება.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1