Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ხიშტოვანი


19 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ხიშტოვანი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი. მან ილაპარაკა ინსტიტუტის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების სტრატეგიული დოკუმენტის, "საქართველო - 2020"-ის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდასა და სტრატეგიის განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ხელს უწყობს "საქართველო - 2020"-ის შესახებ საჯარო დისკუსიის გამართვას სხვადასხვა ფორმატში. გიორგი ხიშტოვანი თვლის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს როგორც ხელისუფლების გეგმების შესახებ, აგრეთვე ისიც, თუ რატომ შეასრულა, ან ვერ შეასრულა მან ისინი.

XS
SM
MD
LG