Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოსთან დიალოგი თბილისსა და სტრასბურგში


ჟან კლოდ მინიონი
ჟან კლოდ მინიონი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟან კლოდ მინიონის მიერ თბილისში გამართული შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პრობლემა, რასთან დაკავშირებითაც საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის საგანგებო ყურადღებას ითხოვს. 29 მაისს ამავე თემაზე მიმდინარეობდა მსჯელობა სტრასბურგში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური მდივნის საქართველოსთან დაკავშირებული კონსოლიდირებული ანგარიში განიხილებოდა.

ევროპის საბჭო ყურადღებით დააკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში - ამის შესახებ ჟან კლოდ მინიონმა 29 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და შეშფოთება გამოხატა ყოფილი მაღალიჩინოსნების დაკავების გამო. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულება სამართლიანად აღსრულდება.

პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, რომელიც 29 მაისს შეხვდა ჟან კლოდ მინიონს, ბუნებრივად მიაჩნია, რომ ყოფილ მაღალი თანამდებობის
ასეთ ვითარებაში, როდესაც საუბარია ძალიან კონკრეტულ საქმეებზე, მე ვთხოვე ძალიან მარტივი რამ ბატონ მინიონს - მოდით, ნუ დავუჯერებთ ნურც დღევანდელ ხელისუფლებას, ნურც წინა ხელისუფლებას. გამოგზავნეთ მეტი მონიტორები, რომლებიც შეისწავლიან საქმეებს...
დავით უსუფაშვილი
პირთა დაკავება კითხვებს ბადებს, მაგრამ გამოსავალსაც ხედავს და ეჭვების აღმოსაფხვრელ ერთადერთ გზად მას პროცესის ობიექტური კონტროლი წარმოუდგენია:

”ასეთ ვითარებაში, როდესაც საუბარია ძალიან კონკრეტულ საქმეებზე, მე ვთხოვე ძალიან მარტივი რამ ბატონ მინიონს - მოდით, ნუ დავუჯერებთ ნურც დღევანდელ ხელისუფლებას, ნურც წინა ხელისუფლებას. გამოგზავნეთ მეტი მონიტორები, რომლებიც შეისწავლიან საქმეებს”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გარკვეული ძალები კრემლში ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებული დიალოგის პირველ ნაბიჯებს, ხოლო იმისათვის, რომ ამ ძალებმა მიზანს ვერ მიაღწიონ, საქართველოს რეაქცია უნდა იყოს ”პრინციპული, მაგრამ ფრთხილი”. ეს სიტყვები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, სოფ. დიცისა და სოფ. დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით ითქვა. პოზიცია და ვარაუდები დავით უსუფაშვილმა ოთხშაბათს გამართული შეხვედრის დროს ჟან კლოდ მინიონსაც გაუზიარა, თუმცა თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია, ამ თემაზე კონკრეტული კომენტარების გაკეთებას არ ჩქარობს და აცხადებს, რომ სიტუაციის შესაფასებლად მეტი ინფორმაცია ესაჭიროება. სამაგიეროდ, მან 29 მაისსაც შეახსენა ჟურნალისტებს, რომ ევროსაბჭო ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, პარალელურად, მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის წამოწყებულ დიალოგს.

ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხზე, რაც საქართველოში ბოლო დღეებში განგაშის საგნად იქცა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მეტი ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მიაწოდა:
მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

”წარმოუდგენელია დღეს გვქონდეს შეხვედრა ვინმესთან, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან და არ ისაუბრო იმის შესახებ, რაც ხდება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მე მას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, და გარდა ამისა, გადავეცი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზი და ასევე ჩვენი განცხადებები, ვუამბე იმ დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადადგა და მომავალშიც გადადგამს“.

არ არის ცნობილი, განიხილეს თუ არა და რა ფორმით განიხილეს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული მწვავე პრობლემა შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. ოფიციალური წყარო იტყობინება, რომ ”პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამუშაო ლანჩზე მიიწვია, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და საუბარი შეეხო როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე სამომავლო გეგმებს”.
მწვავე შეფასებები მივეცით რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისკენ, კერძოდ, იმ კონტექსტში, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ხელყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა...
დავით ზალკალიანი

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ცხინვალის რეგიონის სოფლების ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების პრობლემაზე ლაპარაკი იყო სტრასბურგშიც, სადაც 29 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. მას ჩვენ სტრასბურგში ტელეფონით დავუკავშირდით:

”მწვავე შეფასებები მივეცით რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისკენ, კერძოდ, იმ კონტექსტში, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ხელყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთის ფედერაციას, რომ მკაცრად დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და ასევე პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ უფლებებს, რაც ითვალისწინებს ადამიანის თავისუფალ გადაადგილებას. ასევე ხაზი გავუსვით, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მონიტორების შეშვება”.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 29 მაისის სხდომაზე მარტო აღმოჩნდა რუსეთის წარმომადგენელი, რადგანაც საქართველოს პარტნიორებმა და, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სრულად გაიზიარეს საქართველოს პოზიცია და, შესაბამისად, ერთობლივი განცხადების ტექსტიც შეიმუშავეს. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება. მინისტრის მოადგილე კმაყოფილებას გამოხატავს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებითაც. საუბარია კონსოლიდირებულ ანგარიშზე, რომელსაც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი წელიწადში 2-ჯერ ამზადებს. ეს დოკუმენტი არ არის საჯარო, მაგრამ ცნობილია, რომ მასში ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილშია შეფასებული როგორც რუსეთისა და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, ასევე არსებული სიტუაცია, დარღვევები და გამოსავლის ძიების გზები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG