Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კოსმოსური ხომალდი „ჯუნო“ იუპიტერის ორბიტაზე გავიდა


შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტო ნასას კოსმოსური ხომალდი „ჯუნო“ ხუთწლიანი მოგზაურობის შემდეგ გავიდა პლანეტა იუპიტერის ორბიტაზე. ამის შესახებ ნასამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია. „ჯუნომ“ 2,7 მილიარდ კილომეტრზე მეტი დაფარა დედამიწიდან აფრენის შემდეგ, ვიდრე დანიშნულების ადგილს, მზის სისტემის უდიდესი პლანეტის ორბიტას მიაღწევდა. მის დავალებებს შორის არის იუპიტერის ბირთვისა და მაგნიტური ველის გამოკვლევა, აგრეთვე წყლის მოლეკულების მოძებნა იუპიტერის ატმოსფეროში. ნასა მოელის, რომ „ჯუნო“ 27 აგვისტოს გაავრცელებს იუპიტერისთვის ახლო მანძილიდან გადაღებულ პირველ სურათებს.

XS
SM
MD
LG