Accessibility links

logo-print

კრემლი აკრიტიკებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელს


კრემლმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა უწყების წარმომადგენლის კომენტარი, გაკეთებული „ბი-ბი-სისთან“ საუბარში, რომ პუტინი კორუმპირებულია, ოფიციალურ ბრალდებას უტოლდება. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დანაშაულის საკითხებში, ადამ ზუბინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მალულად აგროვებს ქონებას. „ბი-ბი-სის“, ინფორმაციით, ზუბინმა არ გააკეთა კომენტარი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ცნობაზე, რომ პუტინის სიმდიდრე 40 მილიარდ დოლარს უდრის, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის ლიდერის დადგენილი სიმდიდრე არ არის სათანადოდ შეფასებული. კრემლმა უარყო ბრალდება. პუტინმა თვითონ განაცხადა, რომ წაიკითხა მასზე პრესაში გავრცელებული ცნობა მისი უსაზღვრო ქონების შესახებ, იმის ჩათვლით, რომ უმდიდრესი ადამიანია და სისულელე უწოდა მას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG